ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს,ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს,ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას,ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს,ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს,
დღეს უკრაინა და მთელი ევროპა რუსეთის აგრესიით და პუტინის მიერ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ცვლილების მცდელობით გამოწვეული განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიო გვერდში უდგას პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. უკრაინელი ხალხი დღეს იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მომავლისთვის, არამედ ევროპელების მომავლისთვის, საქართველოს და მოლდოვას მომავლისთვის და ყველა იმ ადამიანის, ოჯახისა და სახელმწიფოსთვის, რომლის სურვილია იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ და უსაფრთხო მსოფლიოში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ზუსტად იმ გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რასთან გამკლავებაც დღეს უკრაინას უწევს. უკრაინის მსგავსად, რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, გამოგვიცხადა ომი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და შეეცადა შეეცვალა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალის და ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც 2008 წელს მოუწია გაეძლო ამ უმძიმესი გამოცდისთვის, თუმცა ეს დიდი მსხვერპლის და რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაციის ფასად დაუჯდა.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის ლიდერები, ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრი, დღეს ერთიანი და თავისუფალი უკრაინის ევროპელი ერების ოჯახში მიღებისკენ იხრება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას, უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად გეგმავენ უკრაინის ევროპული მისწრაფების და წევრობის პერსპექტივის შესახებ სერიოზული მსჯელობის გამართვას. ჩვენ გვსურს, გთხოვოთ, ევროკავშირის ინსტიტუტებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობის მკაფიო გზა გაუხსნათ.
უკანასკნელი რამდენიმე დღის გამავლობაში ევროკავშირის მოქალაქეები და წევრი სახელმწიფოების მთავრობები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ და რუსეთზე დაწესებული სანქციებით, ასევე სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარების გაწევით ცდილობენ დაიცვან უკრაინა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს იყოს ევროპელი ერების მიერ გამანადგურებელი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ყველაზე მშვიდობიანი და აყვავებული კლუბის წევრი. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი - საკუთარი სიცოცხლე გაიღონ. 2004 წლის მაიდანი, 2014 წლის ევრომაიდანი და 2022 წლის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის ევროპული იდენტობის ურყევი დადასტურებაა და ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ააშენონ საკუთარი მომავალი, რომელიც თავისუფალი იქნება ტანკების, ბომბების და რუსული დიქტატისგან.
საქართველოს მოქალაქეები სრულად უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენი ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ ერთიან და განუყოფელ რეგიონად, რომელიც თანაბრად დგას რუსეთის აგრესიით, ოკუპაციით და ანექსიით გამოწვეული პრობლემების წინაშე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დააკმაყოფილებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და, ანალოგიურად, კარს გაუხსნის საქართველოს და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას.
საქართველოს რეფორმების ასოციაციაფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ევროპულ-ქართული ინსტიტუტისაქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიადამიანის უფლებათა ცენტრისაქართველოს ფერმერთა ასოციაციამსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვისსაქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს გაეროს ასოციაციასაზოგადოება და ბანკებისაქართველოს ატლანტიკური საბჭოსაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამედიის განვითარების ფონდისაქართველოს ახალგაზრდა ასოციაციაღია სივრცე კავკასიასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისაფარიპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისსოციალური სამართლიანობის ცენტრიევროპის ფონდიკვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამმართველობის მონიტორინგის ცენტრიუფლებები საქართველო
To:H. E. Charles Michel, President of the European CouncilH. E. Ursula von der Leyen, President of the European CommissionH. E. Roberta Metsola, President of the European ParliamentH. E. Josep Borrell Fontelles, High Representative of the EU for Foreign Affairs and Security PolicyThe Heads of the Governments of the EU Member States
Today Ukraine and the whole of Europe face an extraordinary threat caused by Russia’s aggression and Putin’s attempt to change the democratically elected government of Ukraine. We, the Georgian people, fully support Ukraine’s heroic fight for independence and sovereignty. We are heartened to see that the whole world is in solidarity with President Zelensky and his people. Ukrainians are fighting not only for their future but also for the future of Europeans, for the future of Georgia and Moldova, and for every individual, family, and country who wants to live in peace, prosperity, and security.
We, the Georgian people, face the same challenges as Ukraine does. Russia, too, has occupied our land, has waged war against our statehood and sovereignty, and has attempted to change democratically elected Government through force and hybrid warfare. We were first to withstand this deadly challenge in 2008, albeit at a tremendous human cost and Russia’s occupation of 20% of our territory.
We are glad to see that European leaders and public opinion are inclined towards accepting Ukraine, whole and free to the family of European nations. We fully support President Zelensky’s drive for Ukraine to join the European Union. We are also glad to see that the President of the European Council and the President of the European Commission, together with many EU member states and Members of the European Parliament, plan to discuss Ukraine’s European aspirations and membership perspective seriously. We want to ask the leadership of the EU institutions and EU Member States to grant Ukraine the clear path towards European Union membership.
Throughout the last days, EU citizens and governments have shown their full support of Ukraine by defending Ukraine by imposing sanctions on Russia and providing Ukrainians with military, economic, and financial assistance. Ukrainian people deserve to be part of the most peaceful and prosperous club of European nations, which emerged after the devastating world war. Ukrainians have shown that they can give the ultimate sacrifice – their lives for their European future. Maidan of 2004, Euromaidan of 2014, and their heroic fight of 2022 against Russia is a testament to the Ukrainian people’s European identity and readiness to define their future free of tanks, bombs, and Russian dictate.
The Georgian people are fully in solidarity with Ukraine in their fight for independence and European aspiration. We strongly believe that the European Union and Member states should treat the Eastern Partnership region’s Trio – Ukraine, Georgia, and Moldova, as one whole inseparable region, facing common problems related to Russia’s aggression, occupation, and annexation. Therefore, we hope that the EU will positively respond to Ukraine’s request for membership and, by the same token, open doors for Georgia’s and Moldova’s European perspectives.
Georgia’s Reforms AssociatesOpen Society Georgia FoundationEurope-Georgia InstituteGeorgian Institute for Strategic StudiesHuman Rights CenterGeorgian Farmers AssociationWorld Experience for GeorgiaGeorgian Institute of PoliticsInternational Society for Fair Elections and DemocracyInstitute for Democracy and Safe DevelopmentGeorgian Democracy InitiativeUnited Nations Association of GeorgiaSociety and BanksAtlantic Council GeorgiaGeorgian Foundation for Strategic and International StudiesTolerance and Diversity InstituteInstitute for Development of Freedom of InformationSOVLAB - Soviet Past Research LaboratoryMedia Development FoundationGeorgian Young Lawyers’ AssociationCaucasus Open SpaceTransparency International GeorgiaEconomic Policy Research CenterSapariPartnership for Human RightsSocial Justice CenterEurope FoundationEgeria SolutionsIn Depth Reporting and Economic Analysis CenterThe Georgian Charter of Journalistic EthicsGovernance Monitoring CenterRights Georgia