ჯანმრთელობა იყიდება! ჩადე ფასი ბიუჯეტში!

The Issue

                                                პეტიცია

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსულ 

მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის 

უზრუნველყოფის შესახებ 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის მინისტრს ბ-ნ დავით სერგეენკოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოში აივ/შიდსის სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები აივ დადებითი ადამიანები გამოვთქვამთ ჩვენს შეშფოთებას აივ ინფექცია/შიდსის  ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ მკურნალობა, რომელიც აივ დადებით და შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს ესაჭიროებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე, ქვეყანაში ხელმისაწვდომია 2004 წლიდან „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ სახსრებით და უფასოდ მიეწოდება ყველა ადამიანს ვისაც ის ესაჭიროება. თუმცა უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენები გვაძლევს დაუყოვნებლივი განგაშის საფუძველს, რადგან ჩვენი ქვეყანა დგას 2016 წლიდან გლობალური ფონდის გასვლის საშიშროების წინაშე, რაც ავტომატურად ნიშნავს ადამიანებისათის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

ჩვენ სრულიად მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფოს, კონკრეტულად კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს პოზიციასა და მზაობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამები, „გლობალური ფონდის“ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ. თუმცა ჩვენი შეშფოთებები უკავშირდება დონორიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდიში იმ სახელმწიფო სისტემების და მექანიზმების გამართვას, რომლებიც მაქსიმალურად შეამსუბუქებენ, დონორის ქვეყნიდან გასვლით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.  

ამჟამად საქართველოში არვ პრეპარატების შესყიდვა ხდება გლობალური ფონდის „შესყიდვების მხარდაჭერის მომსახურეობები“ მექანიზმის მეშვეობით, კერძოდ კი VPP (Voluntary Pooled Procurement) მექანიზმით. VPP მექანიზმი ქვეყანას აძლევს საშუალებას, შეღავათიან ფასებში შეისყიდოს არვ პრეპარატები, რომელთა ხარისხიც დადასტურებულია. VPP მექანიზმით შესყიდული პრეპარატები, გახლავთ ჰუმანიტარული დახმარება და მათი ქვეყანაში შემოტანა შესაძლებელია შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში რეგისტრირების გარეშე.

მაშინ, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტით შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული არვ პრეპარატების შესყიდვა. საქართველოში კი არვ პრეპარატების ძირითად ნაწილს რეგისტრაციის ვადა გასდით 2015 წელს.   

იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის ბაზარზე იმ ფარმაცევტული კომპანიების მოზიდვა, რომლებიც აწარმოებენ არვ პრეპარატებს, აუცილებელია არვ პრეპარატების რეგისტრირების პროცედურების გამარტივება. თუმცა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მოთხოვნა არვ პრეპარატებზე ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საგრძნობლად დაბალია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არვ პრეპარატებზე მაღალი ფასები, არა-კონკურენტული გარემოს პირობებში.

აღნიშნული გამოწვევების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს ანტირეტროვირუსული პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვის ისეთი მექანიზმი, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებს შეისყიდოს მაღალი ხარისხის სამკურნალო პრეპარატები დაბალ ფასად.

საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასების შემცირების ეფექტიანი და თითქმის ერთადერთი მექანიზმი გახლავთ იაფი გენერირებული პრეპარატების კონკურენცია ორიგინალ/ბრენდულ სამკურნალო საშუალებებთან.  აღნიშნული მექანიზმის დანერგვისათვის აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები („საქართველოს საპატენტო კანონი“ და “საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“), რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ –TRIPS ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქნილი დებულებების ამოქმედებას.

ასევე იმისათვის, რომ ადამიანებს 2016 წელს უწყვეტად და ჩავარდნების გარეშე მიეწოდოთ მკურნალობა, აუცილებელია, სახელმწიფომ ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამების დაფინანსებისათვის საჭირო დანახარჯები, შეიტანოს საქართველოს 2015 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტში, ვინაიდან საერთაშორისო აპრობირებული პრაქტიკა, გვიჩვენებს, რომ პრეპარატების შესყიდვის სატენდერო პროცედურებს სჭირდებათ 6-დან 9 თვემდე.   

აღნიშნული გამოწვევების გადაწყვეტისა და სახელმწიფო სისტემების გამართვის მიზნით, ჩვენს მიერ შემუშავებულ იქნა „გლობალური ფონდიდან“ სახლემწიფო დაფინანსებაზე გადასვლის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა.

სამოქმედო გეგმა შეიცავს ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას:

1, პრეპარატების რეგისტრაციასთან და მათზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო  სისტემების და მექანიზმების გამართვა.

2, ფექტიანი სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შემუშავება სამკურნალო საშუალებებსა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან მიმართებაში;

3, ანტირეტროვირუსული პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უპასუხებენ პრინციპებს - „ფასი-ხარისხი“ და „ხარჯთ-ეფექტურობა“;

4, ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამების დაფინანსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წელს.

მოგმართავთ წინადადებით მოახდინოთ აღნიშნული სტრატეგიული მიმართულებების ინტეგრირება აივ/შიდსის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხო სახელმწიფო პრიორიტეტებში, და მოახდინოთ აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობის დელეგირება ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმზე- CCM,მისი შესრულების მონიტორინგითა და შეფასებით.

ჩვენ გვსურს წინასარ გადაგიხადოთ მადლობა იმ თანადგომისათვის რომელსაც გაგვიწევთ აივ დადებითი ადამიანებისათის მკურნალობის უზრუნველსაყოფად. 

პატივისცემით

საქართველოს აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება - "რეალური ხალხი - რეალური ხედვა"

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქევნი პასუხი აღნიშნულ მისამართზე

რეალური ხალხი, რეალური ხედვა, ალ.ყაზბეგის გამზირი #10 / 0160 თბილისი/ საქართველო 

ელ-ფოსტა: rprv_plwh@yahoo.com 

avatar of the starter
Real People - Real VisionPetition Starter
This petition had 141 supporters

Petition Updates