Petition Closed

პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად

This petition had 2,786 supporters


ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები,დაუშვებლად მივიჩნევთ ქალთა და გოგონათა მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობას. ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ქალების გაუპატიურების, მკვლელობების, ცემის შემზარავი ისტორიები. ძალადობის უკიდურესად მძიმე და უხეშმა ფორმებმა გააფერმკრთალა მისი შედარებით მსუბუქი გამოვლინებები და მათი არასერიოზულად აღქმისა თუ ძალაუნებური „ლეგიტიმაციის“ რისკი შექმნა. ძალადობასთან სისტემური და მძლავრი დაპირისპირების ნაცვლად, ხელისუფლება ფრაგმენტულ და ხარვეზიან რეაგირების გვთავაზობს და აქცენტი მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გადააქვს, მაშინ როცა ქალზე ძალადობა კომპლექსურ მიდგომას და დამხმარე მექანიზმების ჩამოყალიბებას საჭიროებს.

 

ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ გაატაროს დროული, ქმედითი და ეფექტური პოლიტიკა ქალზე ძალადობის და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, კერძოდ:

 

-       საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობისა და არაძალადობრივი კულტურის დანერგვის მიზნით, გენდერული თანასწორობა გახდეს სკოლამდელი და სასკოლო განათლების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად,  გაწერილ იქნას მისი დეტალური სამოქმედო გეგმა;

-       ოჯახში ძალადობის დანაშაულის პრევენციის მიზნით, ჩამოყალიბდეს მულტიდისციპლინური ჯგუფები, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, უბნის ინსპექტორის და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც იმუშავებენ პრობლემურ ოჯახებთან; განვითარდეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, როგორც მსხვერპლთათვის, ასევე მოძალადეთათვის;

-       უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მიმართ ძალადობის ყოველ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება, დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა. დაინერგოს გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა. საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ;

-      უზრუნველყოფილ იქნას ქალთა თანასწორობა დასაქმების სფეროში, აღმოიფხვრას დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო შრომით ურთიერთობებში, შემუშავდეს კონკრეტული ეფექტური რეაგირების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე ქალთა  სექსუალური შევიწროვებაზე, მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, სოციალური დაცვის გენდერულად სენსიტიური სისტემის დაგეგმვით და განხორციელებით;

-       გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებში სათანადოდ გადამზადდნენ საჯარო მოხელეები, მათ შორის, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მოხელეები; შესაბამისად გაიწეროს დეტალური სამოქმედო გეგმა;

-       არაძალადობრივი კულტურისა და გენდერული თანასწორობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა პირადი მაგალითების მეშვეობით შეიტანონ წვლილი.

 

 

 

Petition to the prime minister of Georgia Irakli Garibashvili , To the head of the Georgian parliament David Usuphashvili, To the head of the supreme court of Georgia Konstantine Kublashvili

Petition to eradicate domestic violence against women of Georgia

We the signers of this petition perceive that any forms of violence against women and girls are absolutely unacceptable.  In everyday life we hear horrible stories of rape, femicide and beating.  The most radical forms of violence overshadowed its less suppressive forms causing the later to become imperceptible and risky towards their legitimization. The government reaction on domestic violence is fragmental and flawed. The government only emphasizes the criminal politics of domestic violence cases, without any sensitivity towards gender discrimination in these matters, whatsoever. Therefore we think that domestic violence demands the complex approach with supportive mechanisms.

We the signers of this petition demand from the government to be conscious about critical conditions of violence against women and government’s responsible role in the battle of gender equality. The government is required to put in motion the effective, efficient politics against domestic violence, violence on woman and gender based inequality in a timely manner. The requirements for the government follows:

 

 

For the educational systems to enforce and administer non-violence and gender equality culture by specific planning and tailoring of the pre-school and school programs according to these requirements.

To create multidisciplinary teams consisting of social workers, psychologists, district inspectors and other specialists who are able to work with troubled families with domestic violence issues. To develop psycho-social rehabilitation services in order to help all the victims and their oppressors equally.

To guarantee the lawful punishment and/or sanctions in a timely manner for the men pursuing domestic violence and gender base violence against women. The government should find those men, efficiently punish and most importantly react in all the seemingly small or big cases of domestic violence, nevertheless their outward seriousness. To instill gender sensitive justice system and to inform community in details about all the measures that government takes in order of fulfilling these requirements.

 To guarantee the women’s equal employee opportunities by eradicating the discriminative acts in contracting and pre-contracting employee attitudes and relationships. To draw out very specific and efficient mechanisms against women’s sexual harassment on a work place. The women’s economical and financial empowerment must happen by instilling and implementing socially secure and gender sensitive systems.

The public officials that work in the following systems such as police, Supreme Court and justice must have continuous training and acting plans for domestic violence awareness and gender based issues. The training and acting plans must be created in details, continuously specified and tailored to any and every domestic violence cases.

 

All the public officials must contribute by their own personal examples to spread and strengthen the culture of non-violence and gender equality.



Today: თამარ is counting on you

თამარ ჩხეიძე needs your help with “საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ. ირაკლი ღარიბაშვილს: პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად”. Join თამარ and 2,785 supporters today.