საქართველოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით
The Issue
ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, სათემო ორგანიაციები, საქართველოში მცხოვრები ნარკოტიკების მომხმარებლები, ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები გამოვთქვამთ აღშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში.
კერძოდ კი, ჩვენი აღშფოთება შეეხება საქართველოს ნარკოკანონმდებლობასა და სამთავრობო უწყებების დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებასა და მომხმარებლებთან დაკავშირებით.
საქართველო რჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყანად, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და არა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა.
არსებულინარკოპოლიტიკა ორიენტირებულია ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯაზე და არა ადამიანის დახმარებასა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ის მხოლოდ ამწვავებს პრობლემას და აღრმავებს ამ პრობლემით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
უარყოფი შედეგები კი თავის მხრივ აისახება, როგორც პიროვნებაზე, ასევე საზოგადოებასა და სახელმწიფოზე.
დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ზედოზირებით სიკვდილიანობის ზრდას, ნარკოტიკის მომხმარებელს ართმევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას, ზიანს აყენებს მათ ოჯახებს და სოციალურ კავშირებს, პიროვნებას აქცევს დამნაშავედ და ხელს უწყობს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის დაკანონებას.
დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იწვევს ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა აივ-ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტი. ხელი ეწყობა ქვეყანაში ეპიდემიის გაღვივებას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ისე მის ბიუჯეტზე და იმ ფინანსურ დანახარჯებზე, რომლის გაღებაც მოუწევს ქვეყანას ეპიდემიის სამართავად.
დღესდღეობით საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება(მაგალითად, ნახმარ შპრიცში ნარჩენი ნივთიერების აღმოჩენა)ისჯება უფრო მკაცრად ვიდრე გაუპატიურება და განზრახ მკვლელობა, რაც სრულიად მიუღებელია განვითარებისა და დემოკრატიზაციის გზაზე მდგომი სახელმწიფოსათვის.
არსებული ნარკოპოლიტიკა ეყრდნობა საბჭოურ იდეოლოგიას და მიზნად ისახავს მხოლოდ ადამიანების დასჯას და კონტროლს. ასეთი მიდგომა მკვეთრ წინააღმდეგობაშია ევროპულ პრიორიტეტებთან და ღირებულებებთან და ყველაზე უფრო მეტად გვაშორებს ევროპისაკენ მიმავალ გზას.
2014 წლის 17 აპრილს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის თაობაზე“ აღნიშნულია - „ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების ჩათვლით და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საფუძველზე“.
საქართველოში არსებული, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, კი ძირეულად ეწინააღმდეგება, როგორც დემოკრატიის ისე განსაკუთრებით ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების საფუძვლებსა და პრინციპებს, რაც ავტომატურად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის 2014 წლის 17 აპრილის რეზოლუციაში აღნიშნულ შესაძლებლობასთან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.
რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ირღვევა ისეთი ფუნდამენტური ადამიანის უფებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება; წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალავა; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;ჯანმრთელობის დაცვის უფლება; სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უფლება. რის შედეგადაც საქართველო არღვევს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სფეროში როგორც მის მიერ ხელმოწერილ და რატიფიცირებულ, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებს, როგორებიცაა -
საერთაშორისო:
- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ - ICCPR(ძალაში შესულია -03.08.94)
- საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ - ICESCR - (მიერთების თარიღი -03.08.94)
- კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ - CEDAW – (მიერთების თარიღი - 25.11.94)
- კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ - CAT- (25.11.94)
ევროპული (რეგიონალური)
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) – (ძალაში შესულია - 25.05.99)
- ევროპის სოციალური ქარტია 1961
- ევროპის სოციალური ქარტია 1996 (რატიფიცირების თარიღი - 22.08.05)
- ევროგაერთიანების ფუნდამენტური უფლებების ქარტია
- ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია (რატიფიცირების თარიღი - 15.09.91)
- კონვენცია სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიზნებისა და სტანდარტების შესახებ , 1062 – (ძალაში შესულია - 21.10.98)
- გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენცია - (ძალაში შესულია - 08.04.98)
- გაეროს კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ (ძალაში შესულია - 26.04.00)
- წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია - (ძალაში შესულია - 01.10.00)
სხვა საერთაშორისო დოკუმენტები:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია
- ადვოკატთა ქარტია ჯანმრთელობის უფლების შესახებ - WMA
- დეკლარაცია პაციენტთა უფლებების შესახებ - მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია
- დეკლარაცია პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დასცვის შესახებ - IAPO
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
- პაციენტის უფლებათა ევროპული ქარტია
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია ევროპაში პაციენტის უფლებათა ხელშეწყობის შესახებ.
სახეზე გვაქვს გატარებული რეპრესიულიპოლიტიკის სავალალო შედეგები:
- გაიზარდა პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა;
- გავრცელდა კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ტოქსიურობით და ხშირ შემთხვევაში იწვევენ ჯანმრთელობის შეუქცევად დაზიანებებს;
- მოხდა ათობით ათასი ადამიანის კრიმინალიზაცია, რაც უარყოფითად აისახა მათ ცხოვრებასა და სოციო-ეკონომიკურ სტატუსზე;
- ალოგიკური და უსამართლოდ მაღალი საჯარიმო სანქციების შედეგად ათასობით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და იმ რესურსების, რომლებიც ამჟამად ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და დასჯაზე იხარჯება, ამ ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციაზე გადამისამართება შედეგად მოგვიტანს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ავადობის, სიკვდილობის, დანაშაულის, ადამიანების ტანჯვის და სხვა უარყოფითი შედეგების მნიშვნელოვან შემცირებას.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარ ჩვენ მოგიწოდებთ:
უზრუნველყოთ ისეთი საკანონმდებლო რეფორმის გატარება, რომელიც ბოლოს მოუღებს ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაციას და ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას, რაც თავისმხრივ დადებით შედეგს იქონიებს ქყვეყნის დემოკრატიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად განახორციელოდ შემდეგი კანონმდებლობების შემცველი საკანონმდებლო პაკეტის დაუყოვნებელი მიღება:
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „უკანონო ბრუნვაში მოქცეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების „მცირე“, „მნიშვნელოვანი“, „დიდი“ და „განსაკუთრებით დიდი“ ოდენობების დადგენის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
სრული საკანონმდებლო პაკეტი იხილეთ ამ ბმულზე
პატივისცემით
ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელი

Petition Closed

The Decision Makers
Petition Updates
Share this petition
Petition created on May 2, 2014