მშენებლობის ნებართვის გაცემის შეწყვეტა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ს/კ 01​.​14​.​05​.​005​.​558

The Issue

ჩვენ, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის ს/კ 01.14.05.005.558 მიწის მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები, მოგმართავთ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და გთხოვთ, არ გასცეთ მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ს/კ 01.14.05.005.558, სადაც ამჟამად განლაგებულია საწყობი და გარაჟები.

2018 წელს, ამ მიწის ნაკვეთზე იგეგმებოდა კორპუსის მშენებლობა, თუმცა მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე მშენებლობა შეჩერდა.

როგორც გავიგეთ, კომპანიამ კვლავ დაიწყო მშენებლობის ნებართვის აღების პროცესი, რაც მოსახლეობისთვის შექმნის სერიოზულ პრობლემებს და საფრთხეს შეუქმნის ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებს.

აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში:

  • მაცხოვრებლებს მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა მწვანე არეალზე.
  • არსებული მჭიდრო განაშენიანების გამო, სასწრაფო და სახანძრო მანქანებს შეექმნებათ გადაადგილების სირთულეები.
  • 47-ე, 51-ე და 55-ე კორპუსების სტრუქტურული უსაფრთხოება შესაძლოა დადგეს საფრთხის ქვეშ.
  • მშენებლობის ხანგრძლივი  პერიოდის განმავლობაში ვიწრო საცხოვრებელ ქუჩებში მძიმე ტექნიკის გადაადგილება და წარმოქმნილი სამშენებლო მტვერი სერიოზულ დისკომფორტს და ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულ პირებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული მდგომარეობა და მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე ცვლილებების შეტანისას საქმის კურსში ჩაგვაყენოთ ყველა ხელმომწერი.

პატივისცემით, 

ს/კ 01.14.05.005.558 მიწის მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები.

42

Support now

42

Petition updates