დააბრუნეთ „რა? სად? როდის?“ ქართულ ტელევიზიაში
The Issue
წლების განმავლობაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ქართული სატელევიზიო ეთერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაღალაკადემიური და ხარისხიანი გადაცემა იყო.
პროექტი საქართველოს ტელესივრცეში პირველად 1996 წელს გამოჩნდა და 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ათეულობით სეზონსა თუ ასეულობით გადაცემას ითვლიდა. ამ პერიოდის განმავლობაში თამაშმა ათასობით ახალგაზრდას მისცა მოტივაცია, ჩართულიყო ინტელექტუალურ მოძრაობაში, შეექმნა გუნდები და ეზრუნა თვითგანვითარებაზე.
ბავშვობიდან მოყოლებული, კვირა დღის ეს გადაცემა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ნამდვილი ტრადიცია იყო — ეკრანთან შეკრებილები, მოაზროვნეებთან ერთად ვცდილობდით წუთში დასმული შეკითხვის პასუხის პოვნას. სწორედ ამ გადაცემის ყურებამ გამიჩინა სურვილი, თავად გავმხდარიყავი ინტელექტუალური თამაშების ნაწილი, შემექმნა გუნდი, მეთამაშა სტუდენტურ ლიგებში და დამეწერა კითხვები. ჩემთვის — და დარწმუნებული ვარ, ათასობით სხვა ახალგაზრდისთვის — „რა? სად? როდის?“ არ ყოფილა უბრალოდ შოუ; ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რომ ცოდნას, წიგნიერებასა და სწრაფ აზროვნებას ჩვენს საზოგადოებაში უდიდესი ფასი აქვს.
დღესდღეობით, ქართულ სატელევიზიო ეთერში შემეცნებითი და ინტელექტუალური გადაცემების წილი კრიტიკულად დაბალია (1%-ზე ნაკლები), მაშინ როცა გასართობი და პოლიტიკური თოქ-შოუები ეთერის უდიდეს ნაწილს იკავებს. „რა? სად? როდის?“-ის ეთერიდან მოხსნამ მედიასივრცეში დატოვა უდიდესი სიცარიელე.
მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალური მოძრაობა ცოცხლობს არაფორმალურ, სასკოლო და უნივერსიტეტების შიდა ჩემპიონატებში, სადაც ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობს, მათ დაკარგეს მთავარი ეროვნული პლატფორმა და სტიმული — სატელევიზიო ეთერი.
„რა? სად? როდის?“-ის ეკრანებზე დაბრუნება არა მხოლოდ გაზრდის ხარისხიანი შემეცნებითი კონტენტის ხელმისაწვდომობას, არამედ სტიმულს მისცემს მომავალ თაობებს — დააფასონ ცოდნა, გუნდურობა და წიგნიერება. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ტელევიზიას მართებს, ემსახუროს არა მხოლოდ იაფფასიან გართობას, არამედ საზოგადოებისთვის ღირებული, ინტელექტუალური შინაარსის მიწოდებას.
მოვუწოდებთ ყველა მოაზროვნეს, გულშემატკივარსა და მოქალაქეს — მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას! ერთად გავახმიანოთ ჩვენი მოთხოვნა და დავაბრუნოთ „რა? სად? როდის?“ ქართულ სატელევიზიო ეთერში. შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ ჩვენი ტელევიზია კვლავ გახდეს ინსპირაციისა და განათლების წყარო.
მოაწერეთ ხელი პეტიციას და დაუჭირეთ მხარი ამ ღირსეულ საქმეს!

40

The Decision Makers
Petition Updates
Share this petition
Petition created on August 31, 2026