გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა

This petition had 486 supporters

The Issue

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ომი და საქართველოში შექმნილი პოლარიზებული გარემო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყოველდღიურად გადაულახავი პრობლემა გახდა. პოსტ-კოვიდურ კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს  აუცილებლად  დაემატება უკრაინის წინაამღდეგ რუსეთის ომის შედეგები, რომელსაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

ჩვენ, ეროვნული თანხმობის საინიციატივო ჯგუფი და ჯგუფის მხარდამჭერები, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და საპარლამენტო პარტიებმა ჩამოაყალიბონ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული თანხმობის მთავრობა.

მთავრობის წევრები უნდა შეირჩნენ მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი რეპუტაციის ნიშნით.  ეროვნული თანხმობის მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას.

საერთო ეროვნული თანხმობის მთავრობის მიზანი ამ გამოწვევების დაძლევასთან ერთად ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ხელმოწერით მოითხოვოს საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

ეროვნული თანხმობის საინიციატივო ჯგუფი:

ნინო ბაზიკოშვილი

ავთანდილ დემეტრაშვილი

სოფიო დემეტრაშვილი

გიგი თევზაძე

თენგიზ თევზაძე

გია ჯანდიერი

ზურაბ ჯიბღაშვილი

ნინო ჭაჭია

Petition Updates