
თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ფაქტიურად ეზღუდებათ საარჩევნო უფლება. ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნიშნული ინიციატივა დისკრიმინაციული და უფრო მეტიც - არაკონსტიტუციურია. 1990-იანი წლებიდან დღემდე, საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა, რომელთა დიდი ნაწილიც მოქალაქეობას ისევ ინარჩუნებს და ცდილობს, რომ სამშობლოსთან კავშირი არ დაკარგოს. ისინი ასევე ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ, თუ რა პროცესები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.
დროა კიდევ უფრო გავაქტიურდეთ!
გთხოვთ შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში - ემიგრანტები ხმის უფლებისთვის - https://www.facebook.com/groups/840701495496945/ და გაგვიზიაროთ თქვენი მოკლე ვიდეო მიმართვა ამ თემაზე - https://www.facebook.com/photo/?fbid=10162681720872886&set=g.840701495496945
ბოლომდე!