Petition updateსაქართველოს მოქალაქეები ემიგრანტთა ხმის უფლებისთვის!გაუზიარეთ პეტიცია თქვენი დიასპორის წევრებს და მეგობრებს და ნათესავებს საქართველოში!
David GogishviliLausanne, Switzerland
Nov 23, 2025

მეგობრებო, გიზიარებთ ქართველი მკვლევარის, ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლის ლელა რეხვიაშვილის მოსაზრებას.

"უკვე 17 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ. ბოლო ათწლეულის მანძილზე ადვილად შემეძლო გერმანიის მოქალაქე გავმხდარიყავი. მაგრამ არც გამიფიქრია, რადგან საქართველოს პასპორტის დათმობა მომიწევდა. გერმანიაში ქართული პასპორტით ცხოვრება მუდმივი ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის ტოლფასია. საზღვრის კვეთის დროს შემოწმებაზე, მუდმივად ახალი საცხოვრისის დოკუმენტების აღებაზე არც კი ვსაუბრობ. დიდი ხანი აქაური მოქალაქეებისათვის რაც სრულიად ჩვეულებრივი უფლებაა, მაგალითად უმუშევრობის დაზღვევა, ამაზეც არ მიმიწვდებოდა ხელი. ადგა ახლა ოცნება და მოქალაქეობა ( ან მოქალაქეობის უმთავრესი ასპექტი, პოლიტიკური მონაწილეობის უფლება) რომელსაც მე ამდენი წელი ბევრი დისკრიმინაციის ფასადაც ვიცავდი და არ ვთმობდი უცებ ერთ დღეში ჩამომართვა. ვიცი, რომ ოცნების ხელისუფლებას ჩემნაირი მოქალაქე არ სჭირდება, მაგრამ მე მჭირდება ჩემი სამშობლო და არ დავუთმობ მძარცველი კაპიტალისტური პატარა ელიტის ჯგუფს."


 გთხოვთ გაავრცელოთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა მოამზადეს.


მოქალაქეობა მხოლოდ ქართული პასპორტით არ დასტურდება. ის, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანასთან პოლიტიკურ კავშირს გულისხმობს და გვანიჭებს უფლებას, არჩევნებში მონაწილეობით განვსაზღვროთ ქვეყნის ბედი.


უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ჩვენი უფლებაა!
https://cutt.ly/WtrrumFV


როგორ მოვაწეროთ ხელი პეტიციას, იხილეთ ინსტრუქცია აქ:  https://www.facebook.com/share/p/1JvGszPLH8/

Copy link
WhatsApp
Facebook
Nextdoor
Email
X