Petition updateსაქართველოს მოქალაქეები ემიგრანტთა ხმის უფლებისთვის!როგორ დავიცვათ ჩვენი ხმა? - შეხვედრა იურისტებთან
David GogishviliLausanne, Switzerland
Nov 27, 2025

მეგობრებო,

დღეს ჩვენ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ — უკვე 2,500 საქართველოს მოქალაქე ღიად აცხადებს, რომ არ დათმობს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და კავშირს სამშობლოსთან!

ეს 2,500 ხელმოწერა არ არის უბრალოდ სტატისტიკა. ეს არის 2,500 ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ნიჰილიზმი და თქვა: „მე ვარსებობ და ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“.

მაგრამ ჩვენი ხმა კიდევ უფრო ძლიერად უნდა გაისმას — როგორც ინტერნეტში, ისე ქუჩაში... ხვალ, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ვიკრიბებით ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

📢 კვირას, 20:00 საათზე (თბილისის დროით) გეპატიჟებით Facebook LIVE ჩართვაზე, სადაც დეტალურად განვიხილავთა ამ საკანონმდებლო ცვლილების დეტალებს, წინააღმდეგობის გზებს, რა ბერკეტები გვაქვს და ა.შ.

სპიკერები:

იურისტები - ნინო კაპანაძე და ვახუშტი მენაბდე.
პეტიციის ავტორი - დავით გოგიშვილი

მოამზადეთ თქვენი კითხვები და წინადადებები სამომავლო ნაბიჯებზე.

📍 სად ვუყუროთ: [ჯგუფში - ემიგრანტები ხმის უფლებისთვის]

⚠️ ტექნიკური თხოვნა 5,000 ხელმოწერისთვის: სანამ ლაივი დაიწყება, გთხოვთ გაავრცელოთ პეტიცია და დაამატოთ ეს ინსტრუქცია:

⚠️ ხელმოწერა უფასოა! (საიტის მიერ შემოთავაზებული გადახდა რეკლამაა, დააჭირეთ "No, I'll share instead").
დაადასტურეთ მეილზე! (აუცილებლად შეამოწმეთ Spam/Junk ფოლდერი და დააჭირეთ დადასტურების ლინკს, თორემ ხმა იკარგება).
შევხვდებით კვირას, ეთერში! 🇬🇪

Copy link
WhatsApp
Facebook
Nextdoor
Email
X