საქართველოს მოქალაქეები ემიგრანტთა ხმის უფლებისთვის!

The Issue
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები — როგორც სამშობლოში, ისე ემიგრაციაში მცხოვრებნი — ვერთიანდებით, რათა დავიცვათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების ხმის უფლება და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. მოვითხოვთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას და კანონპროექტის შეჩერებას, რომელიც ამ უფლებას ფაქტობრივად ზღუდავს!
მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდა. უმრავლესობისთვის ეს სასიცოცხლო აუცილებლობას უკავშირდებოდა — ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უპერსპექტივობამ ბევრი აიძულა, გამოსავალი სამშობლოდან შორს ეძებნა. ნაწილისთვის კი, სამშობლოს დროებით დატოვება უკეთესი განათლების მიღებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება იყო. მიუხედავად წასვლის მიზეზისა, ემიგრანტებს ერთი რამ აერთიანებთ: მათ არასდროს შეუწყვეტიათ კავშირი საქართველოსთან და არასდროს უთქვამთ უარი ეზრუნათ მის განვითარებაზე.
თუმცა, დღეს ქართველ ემიგრანტთა ეს ფუნდამენტური უფლება საფრთხის წინაშეა. პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც ემიგრანტებს ფაქტობრივად ართმევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. „ქართული ოცნება“ ამ გზით:
- აუფასურებს საქართველოს მოქალაქეობას: საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საარჩევნო უფლებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და არჩევნებში მონაწილეობით ადასტურებს, რომ სამშობლოს განუყოფელი ნაწილია. ამ უფლების შეზღუდვით კი „ქართული ოცნება“ ცინიკურად ამბობს, რომ ემიგრანტები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან.
- უსამართლოდ ეპყრობა მილიონამდე ადამიანს: სწორედ ემიგრანტების დაუღალავი შრომა და ფულადი გზავნილები აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს მოსახლეობის 60%-ს ჰყავს ოჯახის ერთი წევრი ან ახლობელი მაინც, ვინც უცხოეთშია გადახვეწილი. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეათედზე მეტს ემიგრანტების გადმორიცხული თანხები ქმნის, იმაზე ორჯერ მეტს, ვიდრე უცხოური ინვესტიციები. მათი მშობლები, შვილები, ნათესავები თუ მეგობრები საქართველოში მძიმე ეკონომიკური წნეხის ქვეშ ცხოვრობენ. ოჯახების 60%-ზე მეტს სესხი აქვს, 40%-ზე მეტს კი ფული არ ჰყოფნის ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად - მედიკამენტებზე, საკვებზე, ტრანსპორტსა თუ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე. მთავრობა კი, რომელიც სწორედ ემიგრანტების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი ბოლო კაპიკებით გამოწვეული „ეკონომიკური ზრდით“ იწონებს თავს, ეუბნება მათ, რომ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, რადგან უცხოეთიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებს „არასწორად“ უყურებენ და ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ არიან.
- ემიგრანტებს სამშობლოსთან კავშირს აწყვეტინებს: ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ემიგრანტების ინტეგრაციას და დაბრუნებას, საარჩევნო უფლების ფაქტობრივი შეზღუდვით მათ სამშობლოს აშორებს. უამრავი მათგანი მუშაობს მოწყვლად და დაუცველ გარემოებებში, სადაც საქართველოში დაბრუნება, თუნდაც ოჯახის მოსანახულებლად, დიდ მატერიალურ და დროით სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ცინიკური მოთხოვნა — „ჩამოდით და მიეცით ხმა“ — არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ შეურაცხმყოფელი და მათი იზოლაციის ტოლფასია.
ამ უფლების შეზღუდვით გვეუბნებიან, რომ ემიგრანტ დედას, რომელიც ოჯახისთვის ლუკმაპურის მოსაპოვებლად იტალიაში დავრდომილ მოხუცს უვლის, უფლება აღარ აქვს, თავისი ხმით დაიცვას საქართველოში დარჩენილი შვილის მომავალი. პოლონეთში სამაცივრე მეურნეობის მუშას ან - ამერიკაში მშენებლობაზე დღიურად მომუშავეს, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად არალეგალური ემიგრაცია გადაწყვიტა, უფლება აღარ აქვს, იბრძოლოს საქართველოში ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად. ნახევრად მშიერ სტუდენტს, რომელიც უცხოეთში საკუთარი ქვეყნისთვის ცოდნის მოსაგროვებლადაა, უფლება აღარ აქვს, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებელ პირობებს შეუქმნის.
სხვა რა არის ეს, თუ არა ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის შინაარსის გამოცლა?
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას! ეს მოთხოვნა არ არის პოლიტიკური ახირება, ეს სამართლიანობის საკითხია. საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი — და ეს ხალხი ვართ ჩვენ ყველა, განურჩევლად იმისა, სად ვცხოვრობთ დღეს.
უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და მასში მონაწილეობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა! მხარი დაუჭირე ამ მოთხოვნას და შემოუერთდი პეტიციას!
საქართველოს მოქალაქეები ემიგრანტთა ხმის უფლებისთვის.

3,632

The Decision Makers
Supporter Voices
Share this petition
Petition created on November 19, 2025