პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ
The Issue
ჩვენ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ვგმობთ 2024 წლის 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს. დაუშვებელია პოლიტიკოსის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სტუდენტის ლექციაზე არდაშვება, მასზე ფიზიკური ძალადობა, სტუდენტების დაყოფა პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი ნიშნით. არავის აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდებით შეზღუდოს ადამიანის/სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც დაცული იქნება კანონიერების ფარგლებში პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება.

Petition Updates
Share this petition
Petition created on April 22, 2024