მოვითხოვთ ბეჟან ლორთქიფანიძის განთავისუფლებას! / Free Bejan Lortkipanidze!

The Issue
Scroll down for English
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, დააკავეს და 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში დასდეს ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი). 27 ივნისს კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბეჟან ლორთქიფანიძე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა, საქართველოს ბუნების მკვლევარი და ქომაგი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა და სხვ. ბეჟანი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ბუნებისდაცვითი ეროვნული სტრატეგიებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რის გამოც მას კარგად იცნობენ, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისე - საქართველოს პარლამენტში.
სწორედ ბეჟანმა გადაარჩინა გარდაუვალ ლიკვიდაციას 2015 წელს დატბორილი ზოოპარკიდან გამოქცეული ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბეჰემოთი, სახელად ბეგი.
ბეჟან ლორთქიფანიძე არის მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე, კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვართ, სასამართლო მას საბოლოდ აუცილებლად გაამართლებს. გვჯერა, რომ მისთვის უკიდურესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არავითარი საფუძველი და საჭიროება არ არსებობდა.
მოვითხოვთ, ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, რათა საშუალება მიეცეს დაუბრუნდეს მეუღლეს, ორ მცირეწლოვან შვილს და სამსახურს - ორგანიზაციას, სადაც ის, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრებაა მუშაობს.
Tbilisi Court of Appeals
Prosecutor General of Georgia
Bejan Lortkipadze, NACRES’ Director of Conservation was arrested on 25th July 2019 and was charged with the participation in group violence during the street protests against Russian occupation on the night of 20th June 2019 (Para 2 of Article 225, Criminal Law of Georgia ). On 27th July, the Court ruled pre-trial detention for Bejan Lortkipadze.
Bejan Lortkipanidze, is a known wildlife researcher who in 2003 discovered the leopard in Georgia, a species that was thought to be long extinct in the country; he lead the first large mammal telemetry studies in Georgia; and recently the first ever successful telemetry study of the Caucasian endemic tur (Capra cylindricornis); he is actively involved in the development of Georgian national strategies and legislation on nature conservation and is a known and respected expert within the Georgian Ministry of Environment and Agriculture as well as the Parliament of Georgia.
Among the citizens of Tbilisi, Bejan is known as the wildlife expert who saved from inevitable liquidation the beloved inhabitant of the Tbilisi zoo, Beghi the hippo that was roaming freely the streets of Tbilisi after the horrific flooding in 2015.
Bejan Lortkipanidze is a model citizen and honest person. We are confident that the court will eventually plead him NOT GUILTY. Also, we strongly believe that there is no justification for detaining him before trial.
Therefore, we call upon the Tbilisi Court of Appeals and Prosecutor General of Georgia to overturn Bejan Lortkipanidze’s pre-trial detention so that he goes back to his wife and two little girls as well as to his work – the organisation at which he has worked for almost all of his life.

Petition Closed
Share this petition
The Decision Makers
Petition created on July 29, 2019