თბილისის მეტროში ქალებისა და კაცებისთვის განცალკევებული ვაგონების გამოყოფა
The Issue
ყოველდღე ათიათასობით ქალი და გოგო მეტროთი მგზავრობს სამსახურში, უნივერსიტეტსა და სახლში. ბევრმა მათგანმა იცის, რას ნიშნავს მჭიდრო ვაგონში არასასურველი შეხება, მზერა, კომენტარი ან დევნა. ამის გამო ზოგი მგზავრობას გადადებს, ზოგი გვიან საათებში მეტროს თავს არიდებს, ზოგი კი ყოველ ჯერზე დაძაბულობით ჩადის ესკალატორზე.
რას ვითხოვთ:
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიამ დაიწყონ პილოტი პროექტი: სამგზავრო საათებში თითო მატარებელში ერთი ან ორი ვაგონი გამოიყოს ქალებისთვის (და მათთან მყოფი ბავშვებისთვის), დანარჩენი ვაგონები კი ყველასთვის დარჩეს.
რატომ პილოტი:
ჩვენ არ ვითხოვთ რადიკალურ ცვლილებას ერთბაშად. პილოტი საშუალებას მოგვცემს, გავზომოთ, მუშაობს თუ არა ეს ჩვენს სივრცეში, გამოვკითხოთ მგზავრები და შემდეგ გადავწყვიტოთ, გაგრძელდეს, შეიცვალოს თუ შეწყდეს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:
ქალებს მეტროთი სარგებლობისას თავისუფლად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს.
ეს ნებაყოფლობითი არჩევანია, ვინც სხვა ვაგონში გადაადგილებას ამჯობინებს, შეუძლია ისე გააგრძელოს.
ამავე ტიპის პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება (მაგალითად იაპონია, დუბაი, მალაიზია, ინდოეთი ).
ეს არ ცვლის ძალადობის წინააღმდეგ სხვა ზომების საჭიროებას (კამერები, პერსონალი, სწრაფი რეაგირება), მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი დამატება იყოს.
ვის მივმართავთ:
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს.
ხელი მოაწერე, თუ გსურს, რომ მეტროში გადაადგილება ყველასთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს. გააზიარე მეგობრებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან.

3

The Decision Makers
Petition Updates
Share this petition
Petition created on November 20, 2026