ერთად გადავარჩინოთ ლისის ტბა

ერთად გადავარჩინოთ ლისის ტბა
The Issue
ლისის ტბა, თავის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ქალაქ თბილისში მწვანე სივრცეების სიმწირის და მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის გამო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო ობიექტს. მისი არსებობა მნიშვნელოვანია, თუ არა აუცილებელი, ათასობით თბილისელის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისვის.
ამის გათვალისწინებით, ყოვლად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ლისის ტბა დაშრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა, რაც ჯერ კიდევ 2020 წელს, ლისის ტბის ტერიტორიის ყოფილი მფლობელის, შპს "ტურისტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა" - ს და მასთან ასოცირებული პირების კვლევებით დადასტურდა (იხ. დოკუმენტები).
პირები ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბ-ნ რამაზ ახვლედიანის მიერ გაზიარებულ დოკუმენტში ("აქტი ლისი 1") აღნიშნავენ შემდეგს:
"ტბაში წყლის სარკის ზედაპირი კატასტროფულად შემცირებულია. მიმდინარე (2020) წლის 24 ივლისის მდგომარეობით ტბაში წყლის დონე ნორმალური შეტბორვის დონიდან (624 მ) დაწეულია დაახლოებით 1.5-2.0 მეტრით და აქედან გამომდინარე ტბაში წყლის მოცულობა შემცირებულია 700-900 ათასი კბ/მ-ით."
აღნიშნული პრობლემის მიზეზებად ასახელებენ შემდეგს:
1) "ატმოსფერული ნალექების შედეგად წარმოშობილი ჩამონადენი წყლების შემკრები არხები ნატანითაა შევსებული."
2) "ნუცუბიძის პლატოზე არსებული გრუნტის წყლებით, ლისის ტბის ხელოვნურად შევსების სისტემა, სატუმბი სადგური და მილსადენის ქსელი დემონტირებულია."
ამჟამად, ბ-ნი რამაზ ახვლედიანის ჯგუფი მუშაობას ასრულებს ლისის ტბის პროექტზე, რის შემდეგაც იგი ჩაბარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
გაუგებარია სამინისტრო რა ინტენსიობით შეუდგება ამ საკითხს, რადგანაც ბ-ნი რამაზის თქმით, სახელმწიფო ორგანოები მათთან თანამშრომლობისას ამჟამად არ იჩენენ შესაბამის ინიციატივას: "ისინი არც ხელს გვიშლიან, არც გვეხმარებიან."
ამ პეტიციის მიზანი სამინისტროსთვის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის ამ პრობლემის მიმართ საზოგადოებრივი აღშფოთების ჩვენებაა. ეს კი მნიშვნელოვანია შესაბამისი ორგანოებისთვის ამ პრობლემის დროულად გადაჭრის მოტივაციის ასამაღლებლად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლისის ტბა და მისი მიმდებარე ეკოსისტემა, რომელიც ტბის დაშრობის შედეგად შესაძლოა განადგურდეს, თბილისისთვის წარმოადგენს ჟანგბადის მნიშვნელოვან წყაროს. შესაბამისად, ლისის ტბის ეკოლოგიური კატასტროფა წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ იმათთვის, ვინც მას სარეკრეაციო მიზნებისთვის იყენებს, არამედ ზოგადად თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.
ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატავად გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას. ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://bit.ly/2WWZeev
ასევე, გთხოვთ ხელმოწერის მერე გააზიაროთ ეს პეტიცია რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ.
დოკუმენტები (Google Drive): https://drive.google.com/folderview?id=1G3xV0YeAZkelX5BOlca8s7i6F7eMOZyn
2016 წლის ფოტო: phototbilisi.ge
1,237

Petition Updates
Share this petition
Petition created on September 4, 2021