Petition Closed

Ban ritual sacrifice in Georgia as it's extremely cruel to animals!

This petition had 28,080 supporters


We wish to express our deep concern about the extreme cruelty to animals being conducted in the name of culture and religion in Georgia, namely ritual sacrifice. The sacrificing of animals is widely practised in Georgia even though Christian teachings have declared that it should be abandoned. However, many Georgian people continue to sacrifice animals in the belief that age-old customs should be upheld.

There are currently no rules or regulations in Georgia which ensure even the most basic welfare considerations of animals subjected to ritual sacrifice. For example, at the annual Lomisoba Festival sheep and other animals are killed en masse in an extremely cruel manner. It is believed that the pilgrimage and sacrifices will prevent disease and ensure the well-being of family members. The slaughter involves hundreds of sheep, calves and chickens in the presence of onlookers including children (http://archive.totallycrap.com/galleries/gallery_the_sheep_slaughter_of_lomisoba/).

No one can adequately explain why such sacrifices are carried out year after year – except to say that they are “traditional” and that bad luck might result if they are discontinued. This is not a valid argument as Georgia, realizing the adverse effects, has abolished a number of traditions in the past.

PETITION

We the undersigned urge the Government of Georgia to ban all sacrificing of animals for the following reasons:

1. It is extremely cruel to the animals. Contrary to what many believe, animals suffer tremendously before and during sacrifice. They can be hurt during transportation and are often butchered alive by inexperienced slaughterers without compassion.

2. Such cruelty to animals is also harmful to society as a whole. It signals and normalizes insensitivity in people who can become numb to the suffering of living beings. It is also known to influence certain people to commit violence to other humans. Children taken to these events are subjected to terrifying scenes of violence and abuse and they can become traumatised by what they see. Georgia needs peaceful practices that educate the next generation for a harmonious society.

3. It is bad for tourism in Georgia. It is well known that the practice of animal sacrifice has an adverse effect on tourism, an industry which can provide the country with much needed financial returns. Foreign visitors who actually experience or learn about the extent of sacrifices in Georgia can leave the country confused and depressed, rather than uplifted by its beauty and friendliness. Decapitating a bleating lamb or calf should not be the symbol of Georgian civilisation. Such blood rituals are abhorrent, barbaric, pointless and cruel and have no place in the 21st century

We implore you to ban animal sacrifices and ensure that Georgia moves towards a truly humane country in keeping with its international image. This can be done by introducing and enforcing much needed legislation to prevent cruelty to animals and by promoting genuine animal welfare initiatives across the country. We trust that you will support these measures (which are becoming more widespread in other parts of the world) and promote non-violent cultural practices in Georgia.

PETITION (Georgian)
გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ უზომო სისასტიკის გამო, რომლითაც ეპყრობიან ცხოველებს კულტურისა და რელიგიის სახელით საქართველოში, კერძოდ კი ცხოველთა რიტუალური მკვლელობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ქადაგებს რომ ცხოველთა რიტუალური მსხვერპლშეწირვა არ უნდა იქნეს აღსრულებული, ის კვლავ მასიურად აღესრულება მთელს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგრძელებს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას ამართლებს რა თავის ქმედებას მხოლოდდამხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ საჭიროა ძველი ტრადიციების დაცვა.
დღესდღეობით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს არანაირი კანონი ან რეგულაცია, რომელიც დაიცავდა სამსხვერპლოზე მიყვანილ ცხოველების თუნდაც ძირეულ უფლებებს. ასე მაგალითად, ყოველწლიურად ლომისობის დღესასწაულზე ხდება ცხოველების (როგორიცაა ცხვარი და სხვა) მასიური მკვლელობები უაღრესად სასტიკი მეთოდებით. ხალხს სწამს, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვით თავიდან აიცილებენ ავადმყოფობებს და უზრუნველყოფენ საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობას. მსხვერპლშეწირვის დროს ხდება ასობით ცხვრის, ხბოს და მფრინველის მკვლელობა მრავალი ადამიანის თვალწინ, მათ შორის ბავშვებისაც (იხილეთ ფოტო), რაც ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია.
ვერავინ ვერ უძებნის მსგავს მსხვერპლშეწირვებს, რომლებიც წლების მანძილზე აღესრულება, ადეკვატურ ახსნას გარდა იმისა, რომ ეს არის "ტრადიცია" და თუ ხალხი ცხოველთა მსხვერპლშეწირვას შეწყვეტს მათ და მათ ოჯახებს ცუდი იღბალი დაემუქრებათ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკურ არგუმენტად ოცდამეერთე საუკუნეში, რამეთუ საქართველომ გაიაზრა რა არაკეთილსასურველი შედეგები, წარსულში უკვე აღმოფხვრა რიგი დრომოჭმული ტრადიციებისა.
პეტიცია
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან აღკვეთოს ყოველგვარი ცხოველთა მსხვერპლშეწირვა შემდეგი მიზეზების გამო:

1. მსხვერპლშეწირვა არის უზომოდ სასტიკი ქმედება ცხოველებისადმი. საწინააღმდეგოდ გავრცელებული აზრისა, ცხოველები უზომოდ იტანჯებიან მსხვერპლშეწირვის პროცესამდე და მის განმავლობაშიც. ისინი შეიძლება დაზიანდნენ ტრანსპორტირებისას და ხშირ შემთხვევაში ხდება მათთვის ცოცხლად ყელის გამოღადვრა არაპროფესიონალი ადამიანების მიერ, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებან დაუდევრად და ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე.

2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად. ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, ცნობილია უკვე, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს ზოგ ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.

3. მსგავსი სისხლიანი ცხოველთა მსხვერპლშეწირვები ხელისშემშლელია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ასე საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი უკვე, რომ ცხოველთა მსხვერპლშეწირვებს არასასიკეთო გავლენა აქვს ტურიზმზე მსოფლიო მასშტაბით. უცხოელი ტურისტები, რომლებიც შეესწრებიან და შეიტყობენ მსგავსი რიტუალების შესახებ საქართველოში, ტოვებენ ქვეყანას გაურკვეველ და დეპრესიულ მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ ნასიამოვნები ქვეყნის სილამაზითა და მეგობრულობით. აბღავლებული ცხვრისა და ხბოს დეკაპიტაცია (თავმოკვეთა) არ უნდა იყოს ქვეყნის სიმბოლო. მსგავსი სისხლიანი რიტუალები არიან შემზარავი, ბარბაროსული, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და სასტიკი და მათი ადგილი არ არის ოცდამეერთე საუკუნეში.

ჩვენ უმორჩილესად გთხოვთ აკრძალოთ ცხოველთა მსხვერპლშეწირვები საქართველოში, რაც დაეხმარება ქვეყანას მისი საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებასა და ნამდვილად ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ეს შეიძლება გაკეთდეს აგრერიგად საჭირო კანონმდებლობის მიღებით და მისი შემდგომში აღსრულებით, რათა შეწყდეს სისასტიკე ცხოველების მიმართ და ასევე, ცხოველთა ჭეშმარიტი კეთილდღეობის პროგრამების დანერგვით ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ და განახორციელებთ აღნიშნულ ინიციატივებს (რომლებიც ფართოდ აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში) და ხელს შეუწყობთ არაძალადობრივი კულტურული ტრადიციების დანერგვას საქართველოში.

 



Today: რუსუდან is counting on you

რუსუდან კვირი needs your help with “Government of Georgia: Ban ritual sacrifice in Georgia as it's extremely cruel to animals!”. Join რუსუდან and 28,079 supporters today.