Georgia in EU

The Issue

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების განცხადება

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ არჩევანს, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებას რუსული დომინაციისაგან, მისი აღდგენის ნებისმიერი მცდელობისაგან. 

გასული ორი საუკუნის განმავლობაში, ქართულ ლიტერატურაში, კულტურაში, მეცნიერებაში არ არსებულა იმაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე საქართველოს ჩამოყალიბება თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებრივ კულტურაზე დაფუძნებულ, თანამედროვე სახელმწიფოდ. ამ მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიოდნენ თაობები. თუკი რამე უშლიდა ხელს ამ მისწრაფებებს, ეს იყო სწორედ რუსული/საბჭოური დომინაცია და მისი ავადგასახსენებლი გავლენა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაზე. 

საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, გახდეს ევროპის ერთა ერთობის, ევროკავშირის წევრი, რომლის კარიც, სწორედ ახლა, ყველაზე ფართოდ იღება ჩვენი ქვეყნისთვის.

მოხარულნი ვართ, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. მოხარულნი ვართ, რომ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდების ერთობა, გულწრფელი პატრიოტიზმი, ტრადიციის ერთგულება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს და ევროპის ღირსეული მოქალაქეობის მზადყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უფლება, გაიწვიოს  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობრივი კანონის პროექტი, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და დაიცვას თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო მოახლოებულ არჩევნებში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

145

Petition Updates

Share this petition

Petition created on May 12, 2024