მოიხსნას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები საერთაშორისო საჰაერო საზღვრებზე

Petition geschlossen.

Diese Petition hat 395 Unterschriften erreicht

Das Problem

COVID-19 გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საერთოშარისო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ლ ივლისს უნდა მოხსნილიყო. შესაბამისად, იგეგმებოდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რაც საშუალებას მისცემდა ავიაკომპანიებს ჩვეულ რეჟიმში მოეხდინათ ოპერირება. თუმცა, შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა და შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო საზღვარზე მოქმედი უმეტესი ავიაკომპანიების მიერ, ივლისის თვეში ყველა გეგმიური რეისი მოიხსნა. 

შედეგადად, დაზიანდა უცხო ქვეყნებში მცხოვრები ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის ინტერესები, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ელოდებიან სამშობლოში დაბრუნებას. 

ვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ გადახედოს აღნიშნულ ცვლილებებს და მოხსნას არსებული შეზღუდვები 1-ლი ივლისიდან, რათა ბაზარზე არსებულმა ყველა ავიაკომპანიამ შეძლოს რეგულარული რეისების განხორციელება. 

avatar of the starter
Eto KopalianiPetitionsstarter*in

Neuigkeiten zur Petition