პეტიცია ქართული კულტურის ღირსების დაცვისა და საჯარო ბოდიშის მოთხოვნის შესახებ

76

Let’s get to 100 signatures!
Petitions with 1,000+ supporters are 5x more likely to win!

The Issue

ქართული კულტურის ღირსების დაცვისა და საჯარო ბოდიშის მოთხოვნის შესახებ

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვაცხადებთ, რომ ქართული კულტურა, ეროვნული ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა ყველას გვეკუთვნის და დაუშვებელია მათი რომელიმე პოლიტიკური ძალის საკუთრებად ან პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცევა.

განსაკუთრებით მიუღებელია ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ -პოლიტიკური დაპირისპირების ობიექტად ქცევა.

ათწლეულების განმავლობაში „სუხიშვილებმა“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გააცნეს ქართული ცეკვა, მუსიკა, ქორეოგრაფია და ეროვნული სამოსი, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის საერთაშორისო ცნობადობასა და ქვეყნის კულტურული იმიჯის შექმნაში. მათი საქმიანობა ქართული კულტურის ისტორიისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ქართული კულტურა არ არის პოლიტიკური ძალის საკუთრება.
ქართული ტრადიცია არ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი.
კულტურის წარმომადგენლები არ უნდა ხდებოდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნეები.

ჩვენთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება, შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია.

ამიტომ მოვითხოვთ:

1. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ქართული კულტურისა და „სუხიშვილების“ შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციისთვის;
2. ხელისუფლებამ პატივი სცეს კულტურის სფეროს პროფესიულ დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს კულტურის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და დევნა;
3. სახელმწიფომ სათანადოდ აღიაროს კულტურის წარმომადგენლების როლი ქართული მემკვიდრეობის დაცვასა და საერთაშორისო სივრცეში საქართველოს წარმოჩენაში.

ხელისუფლებები იცვლებიან, პოლიტიკური დაპირისპირებები მთავრდება, მაგრამ კულტურა და ეროვნული მემკვიდრეობა თაობებს რჩება.

„სუხიშვილების“ ისტორია ქართული კულტურის ისტორიის ნაწილია.

ჩვენ ვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა ბოდიში მოიხადონ ქართული კულტურისა და „სუხიშვილების“ წინაშე.

საქართველოს მოქალაქეები:

Petition Updates

Share this petition

Petition created on August 13, 2026