ლუსტრაცია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის

The Issue
საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნა ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები, გამოვხატავთ ხალხის ნებას, საქართველო გათავისუფლდეს იმ გავლენებისგან, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა სახელმწიფო სტრუქტურებში დატოვა. ლუსტრაცია აუცილებელია, რათა აღდგეს სამართლიანობა, დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები და შეიქმნას დემოკრატიული მმართველობის სტაბილური საფუძველი. ლუსტრაცია არის არა შურისძიება და პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი, არამედ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და გამჭვირვალე სახელმწიფო წესრიგისკენ გადადგმული აქტი. ევროპის გზაზე, რომელსაც საქართველო ირჩევს, ლუსტრაცია წარმოადგენს ბუნებრივ და აუცილებელ ნაბიჯს – გზას სუფთა მმართველობისკენ და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენისკენ.
აღნიშნული კანონის ამოქმედებით, აღვადგენთ ისტორიულ და სამოქალაქო სამართლიანობას; საფუძვლიანად შევისწავლით ჩვენს უახლოეს წარსულს; უკეთ დავიცავთ ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას.
კარგად გვესმის, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, ლუსტრაციის კანონის ინიციირება შეუძლებელია. მოქმედი ხელისუფლების გარდაუვალი ცვლილებისთანავე, სწრაფად უნდა მოვახდინოთ მათი მმართველობით მიღებული მძიმე დანაკარგების ანაზღაურება. თუმცა იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, დემოკრატიის იმუნიზაციისთვის საჭირო საკვანძო რეფორმებზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ.
ყველაფერი კი უნდა დაიწყოს საზოგადოებისგან, სიმართლის დადგენაზე საყოველთაო შეთანხმებითა და იმ მანდატის ჩამოყალიბებით, რომელსაც მომავალი ხელისუფლება აღასრულებს.
ამიტომ, ჩვენ, მოქალაქეები, ვიწყებთ პროცესს, რომელიც მომავალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს მკაფიო საზოგადოებრივ დავალებას მისცემს ლუსტრაციის კანონის ინიციირების სახით.
კანონი უნდა უზრუნველყოფდეს:
• ყველა მოქმედი და მომავალი საჯარო მოხელის სანდოობის შემოწმებას – მათ შესაძლო კავშირებზე კომუნისტურ პარტიასთან, კგბ-სთან და საბჭოთა უშიშროების სხვა სტრუქტურებთან;
• იმ პირთათვის, ვისაც დაუდასტურდება აქტიური და ნებაყოფლობითი მონაწილეობა ტოტალიტარული რეჟიმის ინტერესებში, საჯარო თანამდებობებზე ყოფნის შეზღუდვას;
• სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სასამართლო სისტემაში ყოფილი რეპრესიული სტრუქტურების წარმომადგენელთა საქმიანობის დასრულებას, რათა გადაწყვეტილებებს აღარ იღებდნენ პირები, რომლებიც დემოკრატიას ეწინააღმდეგებოდნენ.
პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ:
ლუსტრაციის პროცესს მართავდეს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და სამართლიანი ეროვნული მეხსიერების საბჭო, რომელსაც ექნება სრული წვდომა შესაბამის საარქივო მასალებზე, მათი ინვენტარიზაციის, დაცვისა და საზოგადოებისთვის ეტაპობრივი გახსნის ვალდებულებით. საბჭო უზრუნველყოფს გამჭვირვალე, ობიექტურ და სამართლებრივად დაცულ პროცედურებს, მათ შორის, დასკვნების გასაჩივრების შესაძლებლობას. იგი, ასევე, ხელს შეუწყობს ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, კვლევებსა და საზოგადოებრივ დისკუსიებს.
ლუსტრაცია ვერ განხორციელდება მხოლოდ ინსტიტუციური გადაწყვეტილებით, მას საზოგადოებრივი თანხმობა და უპირობო მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში.
პარტია „თავისუფლების მოედანი“
საქართველოს მოქალაქეთა სახელით
კანონპროექტის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.
,,თავისუფლების მოედნის" შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
თავისუფლების მოედნის ვებგვერდი.
თავისუფლების მოედნის სოციალური ქსელი.

220

Petition Updates
Share this petition
Petition created on December 11, 2025