გადადგეს სოფიო კილაძე!

0 have signed. Let’s get to 1,000!


ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ,

- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ დატოვოს თანამდებობა.

- პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარედ შეარჩიოს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სწორი და ჰუმანური ხედვა და კომპეტენცია.

მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, საქმიანობის ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, ჩაგრული ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება ჩაგრული ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას. კილაძის განცხადებები სიძულვილით არის სავსე და მიმართულია სხვადასხვა ჯგუფის ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი დამოკიდებულება და საქმიანობა სრულიად შეუსაბამოა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.

 



Today: Equality Movement is counting on you

Equality Movement needs your help with “გადადგეს სოფიო კილაძე”. Join Equality Movement and 777 supporters today.