Petition updateSave the High Caucasus Mountains From Destructive Road Construction დავიცვათ მაღალმთიანეთიჩვენი მიღწევები / Update on Progress

Archil KikodzeGeorgia

Mar 1, 2018
[Please, scroll down for English text]
როგორც უკვე მოგეხსენებათ, კავკასიის მაღალმთიანი რეგიონი დგას საშიშროების წინაშე, რომელიც გამოწვეულია დამანგრეველი და მცდარი გზის მშენებლობის პროექტით, რომელიც დააზიანებს გარემოს და შეაჩერებს მდგრადი განვითარების პროცესს. ჩვენი პეტიციის, „დავიცვათ მაღალმთიანეთი დამანგრეველი გზის მშენებლობისაგან“ დაწყების დღიდან, გასული ორი კვირის განმავლობაში, შევძელით 4800-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება. ეს გახლავთ შესანიშნავი უკუკავშირი გარემოსდაცვით საკითხზე საქართველოში - ქვეყანაში, სადაც ბუნება გრანდიოზულია, მაგრამ მოსახლეობა მცირე და სულ 4 მილიონამდე მაცხოვრებელია. ასევე, ჩვენ შევძელით დაინტერესებულ მხარეთა მობილიზება, მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებით წარვსდეგით პროექტის საჯარო განხილვებზე და გავწიეთ ამ საკითხის კულუარული ლობირება სამთავრობო წრეებში. თუმცა, საჭიროა გავაკეთოთ უფრო მეტი. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ მოვიზიდოთ მეტი ხელმოწერა პეტიციისათვის და ხმა გავავრცელოთ კავკასიის მთების გადასარჩენად.
მნიშვნელოვანია, განმეორებით ხაზი გავუსვათ შემდეგ საკითხს:
ჩვენ მხარს ვუჭერთ მაღალმთიანი რეგიონების გონივრულ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შეაკეთონ უკვე არსებული, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმართული გზები და მივმართავთ ქვეყნის მთავრობას, შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მზარდ კეთილდღეობას, ამასთან, უნიკალური ბუნების დაზიანებისა და უძველესი ტრადიციების ხელყოფის გარეშე. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული გზის მშენებლობის პროექტი ვერცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს ვერ აგვარებს.
ერთგული აქტივისტების ჯგუფისა და ასობით მხარდამჭერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მთავრობის გეგმას ამ გზის მშენებლობის თაობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა. საქართველოს წამყვანი სატელევიზიო არხები აქტიურად და ღრმად აშუქებენ ამ პროექტის შესახებ მიმდინარე პოლემიკას. პარასკევს, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ერთსაათიანი გადაცემა „რეალური სივრცე“ მიუძღვნა ამ საკითხის განხილვას, სადაც გაიმართა დებატები ამ საგზაო პროექტის მხარდამჭერ, მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის, რომელთა შორისაც იყო ჩვენი პეტიციის ინიციატორი, არჩილ ქიქოძე. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ტელემაყურებელი მიხვდებოდა, რომ ჩვენ მოვიგეთ აღნიშნული დებატები. ეკო-ტურიზმის წარმომადგენლები და სამთო გიდები, საქართველოს და საერთაშორისო ტურ-ოპერატორები და აკადემიური საზოგადოების წევრები მხარს უჭერენ ჩვენს კამპანიას. საქართველოს ისეთი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, როგორიცაა „მწვანე ალტერნატივა“ და „საბუკო“ (საერთაშორისო ორგანიზაცია Birdlife-ის წარმომადგენელი საქართველოში) ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ამ საპროტესტო კამპანიაში და უზრუნველყოფენ საექსპერტო დახმარებასა და ამ ცნობადი კომპანიების რეპუტაციას. ისეთმა ცნობილმა და გავლენიანმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, როგორიცაა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გამოაქვეყნა ჩვენი პოზიციის მკაცრად დამცველი და ამ პროექტთან არსებული პრობლემების შემაფასებელი ანალიზი, რომელიც აღნიშნულ პროექტს განიხილავს ბიომრავალფეროვნების, გეოლოგიის, ტოპოგრაფიისა და საქართველოს დაცული ტერიტორების დაცვის თვალსაზრისით.
ერთ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში წარმართული კამპანიის შედეგი გახლავთ ის, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავდაცვით რეჟიმში ჩავაყენეთ. ისინი არ იყვნენ მზად ამ დონის საზოგადოებრივი ჩართულობის, საკითხის სიღრმისეული ცოდნისა და ამ მასშტაბის შეწინააღმდეგებისათვის. საქართველოს დასავლელმა დონორებმა უკვე გამოხატეს საკუთარი წინააღმდეგობა და შეშფოთება ამ პროექტის მიმართ. ამის შედეგად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე საჯაროდ განაცხადა იმის შესახებ, რომ გადაიფიქრა ამ გზის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ყველაზე დამანგრეველი მონაკვეთის მშენებლობა (ბორბალოს მთაზე, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის) და გადახედავს ამ გზის დანარჩენი მონაკვეთების საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისევე როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, უკვე ამჟღავნებს გარკვეულ სიმტკიცეს ამ პროექტის შეწინააღმდეგების პროცესში. მომზადდა კრიტიკული შენიშვნები პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოეთხოვა, აღნიშნულ სააგენტოებს შეუთანხმოს ნებისმიერი საგზაო პროექტი, რომლის გაყვანაც დაიგეგმება დაცული ტერიტორიების გავლით.
ამჟამად უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ ჯერ ისევ შორია ბრძოლის საბოლოო მოგებამდე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ აშენდება გზის ის მონაკვეთები, რომელთა გაყვანაც დაგეგმილია დაცული ტერიტორიების გადაკვეთით, მოწყვლად ბუნებრივ ზონებსა და ეკოტურისტულ ლანდშაფტზე. აუცილებელია, მთავრობის წარმომადგენლებმა კონსულტაცია გაუწიონ იმ ადგილობრივ თემსა და მოსახლეობას, რომლებიც დაზარალდებიან ამ გზის მშენებლობის შედეგად და რომელთა უმეტესობა, უკვე ეწინააღმდეგება ამ პროექტს - საკუთარი მზარდი ეკოტურიზმის დაზიანების საშიშროების გამო. ჯუთა-როშკას, შატილი-ომალოსა და ომალო-პანკისის მონაკვეთები კვლავაც საფრთხის მატარებელია: ერთად ჩვენ შევძლებთ მათ შეჩერებას.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ კამპანიის წარმართვაში, რაც პეტიციის მეტი ხელმომწერის მოზიდვაში გამოიხატება. გააზიარეთ და სხვებსაც გაუგზავნეთ აღნიშნული პეტიცია Facebook-სა და Twitter-ზე, ასევე გაუგზავნეთ მეგობრებს ელექტრონული ფოსტით. მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით მიმდინარე სიახლეებს.
უყურეთ ვიდეოს | see videos
https://www.facebook.com/sabuko.org/videos/1707444809284580/
https://1tv.ge/video/realuri-sivrce-gza-romelic-mtebs-daakavshirebs-live/
As you know, the high Caucasus is under threat from destructive and misguided road building that will harm the environment and hold back sustainable development. Since starting our petition to “Save the High Caucasus Mountains from Destructive Road Construction,” two weeks ago, we have garnered over 4,800 signatures. This is a great response for an environmental issue in Georgia -- a country with big nature but only 4 million people. In addition, we have mobilised stakeholders, come out in force in public meetings and lobbied the government behind closed doors. But we need to do more. That is why we are asking for your help in getting more signatures for the petition, helping to spread the word saving the high Caucasus.
It is important to reiterate one thing: we are in favour of sensible development in the mountains. We call upon the Roads Department to rehabilitate the existing north-south roads, and on the government to elaborate a strategy that will foster increased prosperity without harming the area’s unique nature and ancient traditions. This proposed road does none of those things.
A core group of dedicated activists and hundreds of supporters have succeeded in delivering a strong blow against the government’s plans to build this road. Georgia’s leading TV channels are covering the controversy in depth. On Friday, the Georgian Public Broadcaster dedicated its hour-long public affairs program “Real Space” to a debate between supporters of the road from the government, and opponents, including our petition initiator, Archil Kikodze: any fair minded viewer can see that we won the argument. Eco-tourism and mountain guides, Georgian and international tour operators, and members of the academic community are supporting our campaign. Georgian environmental organizations such as Green Alternative and Sabuko (the Georgian chapter of Birdlife) have been actively involved as well, providing expertise and name recognition. The widely known and influential Caucasus Environmental Network (CENN) published a strongly supportive analysis of the problems with the project, from the perspective of biodiversity, geology and topography, and preservation of Georgia’s Protected Areas.
The result of the campaign after less than a month is we have put the Roads Department of Georgia on the defensive. They were unprepared for this level of public involvement, expertise, and opposition to the road. Western donors to Georgia have expressed their opposition and concern. As a result, the Roads Department has already stated publicly that it is abandoning one of the most environmentally destructive links of the road (over Borbalo Mountain between Protected Areas in Pshav-Khevsureti and Tusheti) and is re-considering the routes on other links. The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia and the Agency for Protected Areas are both beginning to show some spine in opposition to the road, submitting critical comments on the environmental impact assessments, and demanding that the Roads Department agree with the agencies on any route that might cross Protected Areas.
We have gained the upper hand for now, but this fight is far from over. We must ensure that the parts of this road through Protected Areas, sensitive nature zones, and valuable eco-tourism sites are not built. The local communities affected by the road, many of whom oppose it because of the damage it would do to their growing eco-tourism businesses, must be consulted by the authorities. The Juta-Roshka, Shatili – Omalo and Omalo – Pankisi links are still very much a threat: together we can stop them.
Please continue to support us in this important campaign by helping us get signatures for the petition. Post (or re-post!) the petition on Facebook and Twitter; e-mail it to your friends. Thank you for your support, and we will stay in touch.
Support now
Sign this petition
Copy link
WhatsApp
Facebook
Nextdoor
Email
X