Save the High Caucasus Mountains From Destructive Road Construction დავიცვათ მაღალმთიანეთი

0 have signed. Let’s get to 10,000!


Read English below
დავიცვათ მაღალმთიანი რეგიონები დამანგრეველი გზების მშენებლობისგან

საქართველოს მთავრობას

საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს მთავრობა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის, „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა“, მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს. ამის გამო, გარდაუვალია პირველყოფილი ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ენდემური, რელიქტური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დეგრადაცია და კატასტროფული სტიქიური მოვლენების, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ხანძრების ზრდა.

პროექტის განმახორციელებლები არც კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ერიდებიან და საავტომობილო გზის მშენებლობას ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და დაგეგმილ „ზურმუხტის ქსელის საიტებზე“ გეგმავენ.

პროექტი  მძიმე დარტყმას მიაყენებს საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს, სამთო ველო-ტურიზმს, ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები და ა.შ. დანიშნულებას და იერს დაკარგავს სამთო-საბანაკე და ბუნების ღირშესანიშნავი ადგილები: ჭაუხი, აბუდელაურის ტბები, ტურისტული სამთო ბილიკები, უღელტეხილები, მთის მდინარეები და სხვ.   სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული  ტურისტებისგან.

დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.  გზის მოვლა ძალზე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რესურსები ისეთ მნიშველოვან და გადაუდებელ საჭიროებებს მოაკლდება, როგორიცაა პენსიები, მასწავლებლების ხელფასები და მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება. ჩვენ, ასევე, გვაღელვებს შესაძლო ან არსებული ინტერესთა კონფლიქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და გზის პროექტის დაგეგმვისთვის დაქირავებულ კომპანიებს  შორის.

ხაზი უნდა გაესვას, რომ პროექტი გადაკვეთს ტერიტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა თემი ტრადიციულად ფლობდა და იყენებდა. საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ტრადიციულ და სათემო საკუთრებას და სახელმწიფო ამ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც სახელმწიფო საკუთრებას. შედეგად, გარდაუვალია კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონფლიქტის მონაწილე გახდება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ამ ეტაპზე ლოიალურადაა განწყობილი საავტომობილო გზის მშენებლობის მიმართ, დროებითი დასაქმების ან სოფლებთან მისასვლელის გაუმჯობესების პერსპექტივის გამო.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს, ამავე დროს, შევინარჩუნოთ ბუნება, დაცული ტერიტორიები და ეკო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივა იქნება კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილო-სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთება. ამასთან, აუცილებელია ამ სამუშაოების შეთავსება მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების გეგმებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას,  ტრადიციული ყოფისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს დამანგრეველი პროექტი. მოვითხოვთ, რომ ორჰუსის კონვენციის შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი გახდეს არა პროექტის ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი პროექტი (სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის რეკონსტრუქციისა და მშენებელობის პროექტი) - როგორც სტრატეგიული გეგმა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს არა ძველი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმების, არამედ „გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

Attn:   Government of Georgia

Citizens of Georgia

The Government of Georgia (the Roads Department and the Ministry of Regional Development and Infrastructure) is planning to build a road linking the high mountainous regions of Eastern Georgia. According to the “Sno-Juta-Roshka-Shatili-Omalo-Khadori Valley-Batsara-Akhmeta Road Construction Project”, the new road will cross untouched mountains, forests, passes and alpine meadows. This project will inevitably damage pristine landscapes, ecosystems and the natural habitats of numerous endemic, relic and endangered species, and it will also increase natural disasters such as landslides, raging mountain torrents and fire to alarming levels.

Those who plan to carry out this project are ignoring both national legislation and international obligations, and plan to build this road through the Protected Areas of Kazbegi, Pshav-Khevsureti and Tusheti, as well as across the Council of Europe’s ‘Emerald’ network of Areas of Special Conservation Interest. This project will have a devastating impact on nascent ecotourism and adventure tourism such as riding, hiking and cycling, as well as on the development of skiing routes, mountain shelters, camp sites and so on, which will be stopped.

Important natural sightseeing places will lose their purpose and beautiful appearance: Chaukhi, the Abudelauri Lakes, touristic mountain paths, mountain passes, rivers—and the list goes on.

Adventure tourism and ecotourism offer some of the greatest potential for the development of north-eastern Georgia’s high mountain regions and for saving them from further depopulation. Locals will benefit more and derive more income from hiking routes (along which tourists need to stop regularly) than from tourists driving along this road in their cars…

Heavy snowfall, landslides and raging mountain torrents will make maintaining this road in good condition practically impossible all year round. Very high maintenance costs will force the Government to cut funding for such important and urgent needs as pensions, teacher salaries and the sustainable development of high mountain regions. We are also concerned about potential or actual conflicts of interest between senior Roads Department staff and one or more of the contractors the Department has hired to carry out the work.

It should be underlined that the road will cut through areas which have been owned and used by different traditional mountain communities for generations. Georgian legislation does not, however, recognize traditional or community ownership, and the Government considers these territories to be state property. Conflict with local populations will therefore be inevitable, and will paradoxically also involve people who are currently in favour of the road being built, as they expect temporary employment during construction or the prospect of improved access to villages.

In order to help traditional mountain communities, protect the environment and the Protected Areas, and encourage the development of ecotourism in Georgia, an appropriate alternative to the road project would be to upgrade existing North-South roads in the country’s eastern mountain valleys. In any case, all upgrades must be carried out according to a comprehensive plan for the sustainable development of the high mountains which will ensure their economic development, encourage people to stay and to return, and maintain traditional life and the beautiful natural environment.

We call upon the Government of Georgia to stop this destructive project. In accordance with the Aarhus Convention, we demand that this project be the subject of public discussions not only in part (certain sections of the road only) but as a whole (the “Sno-Juta-Roshka-Shatili-Omalo-Khadori Valley-Batsara-Akhmeta Road Reconstruction and Building Project”) and as a strategic plan. Also, all the decisions taken by the Ministry of Environmental Protection and Agriculture regarding this project should be made according to the Environmental Assessment Code which was drafted in accordance with EU directives and which came into force on 1 January 2018, and not according to the pervious norms which were in force until that date.



Today: Archil is counting on you

Archil Kikodze needs your help with “არჩილ ქიქოძე: Save the High Caucasus Mountains From Destructive Road Construction”. Join Archil and 7,598 supporters today.