შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში

შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში

Started
March 3, 2022
Signatures: 2,290Next Goal: 2,500
Support now

Why this petition matters

Started by Salome Japiashvili

რუსეთის საზარელმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და შემდგომმა სანქციებმა რუსეთი და მისი მოქალაქეები დანარჩენ მსოფლიოს გარკვეულწილად მოწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით საქართველო კვლავ განიხილება, როგორც უსაფრთხო კერა რუსეთის მოქალაქეებისათვის. შეინიშნება მათი მზარდი ინტერესი უძრავი ქონების მიმართ.

ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ჩვენ კვლავ ვრჩებით იმავე აგრესიის მსხვერპლნი, რადგან ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ე.წ. მცოცავი ოკუპაციაც გრძელდება.


იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა საქართველოსკენ მოემართება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს სურვილი, მივესალმოთ იმ ხალხს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც პუტინის მთავრობას საშუალება მისცა, ჩაედინა უამრავი სასტიკი სამხედრო დანაშაული საქართველოსა და უკრაინაში. უკვე არსებობს ბევრი სოციალური მედიის ჯგუფი, სადაც რუსეთის ათიათასობით მოქალაქე გამოხატავს საქართველოში ცხოვრების სურვილს და ამავდროულად, მათი უმრავლესობა არ ეწინააღმდეგება რუსეთის მთავრობას და მის საზარელ თავდასხმებს.


რუსეთის მოქალაქეები უკვე დიდი ხანია ექვემდებარებიან სამარცხვინო და ამაზრზენ რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას, ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც ყველამ ვიცით, მათი რაოდენობრივი სიმრავლე შესაძლოა გახდეს საბაბი იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ თავისი მოქალაქეების დაცვის კაზუს ბელი, ომის აბსურდული საბაბი შეთხზას. ჩვენ არ გვინდა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში!


ჩვენი მოთხოვნები საქართველოს მთავრობას:


1. შემოსვლის სრული აკრძალვა ან  მკაცრი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ საქართველოში დასახლება

2. რუსეთის მოქალაქეებისათვის სახმელეთო გზით საზღვრის კვეთის შეზღუდვა/აკრძალვა

3. რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცის დახურვა
 

The horrible Russian aggression against Ukraine and the subsequent sanctions against Russia have isolated Russia and its citizens from the rest of the world but so far, Georgia is still considered as a safe hub for Russians to rush to Georgia, buy real estate and settle.

The Georgian people have expressed on multiple occasions that we fully support Ukraine and condemn Russian aggression as we are still victims to the same aggression since 20% of our country remains to be occupied by Russia and the so-called creeping occupation is ongoing.

Due to the increasing number of Russian citizens rushing to Georgia, us, the citizens of Georgia are not willing to welcome the people in our country that has allowed the Putin’s government to commit atrocious war crimes against Georgia and in Ukraine. There are numerous social media groups where tens of thousands of Russian citizens express their desire to move to Georgia and at the same time, most of them do not oppose the Russian government or its horrible invasions.

The citizens of Russia have long been subject to brainwashing, Russian propaganda and disinformation, they do not respect the territorial integrity of Georgia.

As we all know, their domination in number has a tendency to potentially become a casus belli, false ground for invasion for the Russian Government claiming that they want to protect their citizens.

We do not want the increasing number of Russian citizens in Georgia!

Our demands from the Government of Georgia:

1.       Restriction of entrance or a strict visa regime for Russian citizens who would like to settle in Georgia

2.       Restricting the land border for Russian citizens

3.       Closing the air-space for Russian planes

 

Support now
Signatures: 2,290Next Goal: 2,500
Support now
to help others easily find and sign the petition.

Decision Makers