დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმება და უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების დაშვება

0 have signed. Let’s get to 5,000!


მიუხედავად იმისა რომ ევროპის კავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში შესვლა, საქართველო კვლავაც არ ხსნის საზღვრებს. 15 ივლისს საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია და ბალტიის ქვეყნები) მოქალაქეთათვის საზღვრის გახსნის მიუხედავად, ქვეყანა დიდწილად კვლავაც დაკეტილია. საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლებას უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით აძლევს ხოლო ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ფრენებს მის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებშიც კი სრულიად უკრძალავს.

 

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის რომლებსაც სამშობლოში ე.წ. გამწვანებული ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბრუნება სურთ მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უკარანტინოდ შეუძლიათ.

 

ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი ვითხოვთ:

1.     გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან

2.     გაფართოვდეს უსაფრთხო ქვეყნების სია. ამჟამად არსებული ოფიციალურუი სტატისტიკით უკვე უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებთან თანაზომადი ეპიდსურათი აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია.

3.     საქართველოს მთავრობამ ნება დართოს ვიზეარს და რაინეარს განახორციელოს რეგულარული ფრენები საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებში

 



Today: Elene is counting on you

Elene Gagnidze needs your help with “საქართველოს მთავრობა: დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმება და უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების დაშვება”. Join Elene and 2,736 supporters today.