საპროტესტო ტალღის მონაწილეების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს

The Issue
საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დამყარებული ტერორის წინააღმდეგ - საპროტესტო ტალღის მონაწილეების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
„რუსულ კანონს“, რომელსაც სახელისუფლებო პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უწოდა, უკვე რამდენიმე ათეული დღეა საქართველოს მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ. საპროტესტო აქციების დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არაერთხელ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და მხუთავი აირი, მანიფესტანტების ნაწილს კი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ათეულობით მოქალაქე დაზარალდა.
აღნიშნულის პარალელურად, აქციიდან სახლში მიმავალ მოქალაქეებს ჯგუფურად თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაუდგენელი პირები. მსგავს ფაქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. ვითარება ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება.
7 მაისს და შემდგომ დღეებში, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ სხვადასხვა არაქართული სატელეფონო ნომრიდან მიიღო ზარი, მათ ეკითხებოდნენ აქვს თუ არა წაკითხული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და მიაჩნიათ თუ არა, რომ ეს კანონი რუსულია. Დადებითი პასუხის შემდეგ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ემუქრებოდნენ და პარალელურად ეუბნებოდნენ, რომ იციან მათი საცხოვრებელი მისამართები და ამ მისამართებს ასახელებდნენ. ნაწილს კი ოჯახის წევრების სახელებსა და გვარებს უხსენებდნენ. ზარის თითოეული ადრესატი საპროტესტო აქციის მონაწილეა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება ორკესტრირებულია სახელისუფლებო პარტიის მიერ და მოქალაქეების დაშინებას ისახავს მიზნად. Ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მოქალაქეების კანონით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას, უფრო მეტიც, სამთავრობო მედიისა და სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეები რადიკალური დაჯგუფების წევრებად და მარგინალებად მოიხსენიებიან.
ამ ქვეყნის ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეების უკომპრომისო პროტესტის შემდეგ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა მათი სხვადასხვა ხერხებით დაშინება. დაუცველია ყველა, ვინც რუსული კანონის და მმართველი ძალის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რადგან მათზე ტერორს სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაქირავებული პირები აწარმოებენ.
ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო დონეზე ეფექტური მექანიზმების გამოყენება არსებული მთავრობის წევრების, მათი სპონსორების და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ.
მოგმართავთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება და გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და ტერორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სახელისუფლებო გუნდის მიერ დაწყებული ზეწოლა კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს, რაც საბოლოოდ ქვეყანას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.
Citizens of Georgia in resistance to the terror that has been established within the entire country - Appeal of the participants of the protest wave in Georgia to the diplomatic corps
The citizens of Georgia have been vigorously protesting against the "Russian law" referred to as the "Law on the transparency of foreign influence" by the governing party. Throughout the demonstrations, law enforcement authorities used water cannon, pepper spray, and tear gas without prior notice. Additionally, some protestors were subjected to physical attack, resulting in several injuries among those present.
Simultaneously, those returning from the protest are subjected to aggression and physical violence by unknown individuals donning civilian attire. The Ministry of Internal Affairs of Georgia has not yet provided a response to these facts. The situation is deteriorating on a daily basis.
On May 7th, several Georgian citizens were contacted by multiple phone numbers from outside of Georgia, inquiring if they had familiarized themselves with the legislation on transparency and whether they saw the bill as being of Russian origin. Following their approval, they proceeded to verbally abuse and intimidate them, while also explicitly disclosing their knowledge of their residence addresses and specifically mentioning these addresses. A few individuals provided the given names and last names of their family members. Every recipient of the call is a participant in the protest.
We propose that the aforementioned activity is planned by the governing party with the intention of intimidating the populace. The government fails to uphold the legally established freedom of speech for its people. Furthermore, the government-controlled media and leaders of the governing party label rally attendees as members of radical factions and marginalized individuals.
Following the persistent protest of the rational residents of this country, the governing party opted to scare them using several means. Individuals who engage in demonstrations against the Russian legislation and the governing authority can feel secure, as they are subjected to acts of terror orchestrated by individuals employed by the ruling party.
We do not cease the struggle; nevertheless, we feel that it is important to employ effective procedures at the international level against the members of the present administration, their supporters, and the deputies who support the Russian law.
We call on the diplomatic corps to promptly respond and use all available means to compel the Georgian authorities to cease their persecution and intimidation of their own citizens. Alternatively, we predict that the pressure initiated by the government team will escalate into more extreme manifestations, finally resulting in catastrophic consequences for the entire country.
1,102

Petition Updates
Share this petition
Petition created on May 10, 2024