დავიცვათ ფრენსის პრიმერსკი - საქართველოს პატრიოტი საფრანგეთის მოქალაქე

Recent signers:
lika imnadze and 19 others have signed recently.

The Issue

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მეგობრები, მოვითხოვთ, ფრენსის პრიმერსკის აღუდგეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება და დაუყოვნებლივ შეწყდეს მისი ქვეყნიდან გაძევების პროცესი. მისი საქმე უნდა შეფასდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და ადამიანის უფლებათა სრული დაცვით.

ფრენსისი არის საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ათწლეულებია საქართველოში ცხოვრობს, შრომობს და პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას. იგი გულწრფელად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას, მის თავისუფლებას და ევროპულ განვითარებას. ასევე, საჯაროდ გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხის სამართლიანი ბრძოლის მიმართ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. იგი მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობს როგორც ფოტოგრაფი, რათა ქართული პროტესტის ხმა ევროპულ საზოგადოებამდე მიიტანოს.

მისთვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა და შესაძლო გაძევება ნიშნავს, რომ ადამიანი ისჯება თავისი სამოქალაქო პოზიციისა და გამოხატვის თავისუფლების გამო.

საქართველო არის სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით, მრავალფეროვნებითა და მრავალეროვნებით ცნობილი ქვეყანა, რომლის დემოკრატიული მომავალი დგას თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე.

სწორედ ამიტომ დაუშვებელია, გაძევების მსგავსი მძიმე გადაწყვეტილება გამოყენებული იქნას ზეწოლის, დაშინების, ან განსხვავებული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტად. მით უფრო, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით, საქმიანობითა და ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა მისი სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი.

ჩვენ მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს ფრენსის პრიმერსკის გაძევების პროცესი და აღუდგეს მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება;
  • მისი საქმე განხილულ იქნეს ინდივიდუალურად, გამჭვირვალედ და ყველა შესაბამისი სამართლებრივი გარანტიის დაცვით;
  • საზოგადოებას მიეწოდოს მკაფიო და დასაბუთებული განმარტება, რა საფუძვლით იგეგმება ასეთი გადაწყვეტილება;
  • სრულად იქნას დაცული ფრენსის პრიმერსკის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი პროცედურის უფლება და ღირსების დაცვა;
  • სათანადოდ იქნას გათვალისწინებული ფრენსის პრიმერსკის დამსახურება საქართველოს წინაშე, ასევე ის პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც იგი ქართველი საზოგადოებისგან, განსაკუთრებით კი კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან, იმსახურებს. 

ეს პეტიცია არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ეს ეხება პრინციპს - იქნება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც მოქალაქეობრივი სოლიდარობა და მშვიდობიანი პოზიცია დასჯადი არ არის.

თუ ვთვლით, რომ თავისუფლებას, სამართლიანობას და ადამიანურ ღირსებას ფასი აქვს, ახლა დუმილი არ შეიძლება.

მოვუწოდებთ ყველას:
მოაწერეთ ხელი პეტიციას, გაავრცელეთ ინფორმაცია და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი პროცესის დასაცავად.

===================================================================================

We, the citizens of Georgia and the friends of Georgia, call for Francis Primersky’s permanent residency rights in Georgia to be restored and for the process of his deportation from the country to be stopped immediately. His case must be assessed fairly, transparently, and with full respect for human rights.

Francis is a French citizen who has lived and worked in Georgia for decades and has actively promoted Georgian culture. He sincerely supports our country, its freedom, and its European development. He has also publicly expressed solidarity with the Georgian people in their just struggle for freedom and justice. He takes part in peaceful civic protest as a photographer, helping bring the voice of Georgian protest to the European public.

The termination of his residency permit and his possible deportation mean that a person is being punished for his civic position and for exercising his freedom of expression.

Georgia is a country known for its hospitality, tolerance, diversity, and multinational character. Its democratic future rests on freedom, the rule of law, and respect for human dignity.

That is precisely why such a grave measure as deportation must not be used as a tool of pressure, intimidation, or suppression of dissent — especially against a person who, through years of work, dedication, and loyalty, has repeatedly demonstrated his love for our country.

We demand:

  • That the process of Francis Primersky’s deportation be stopped immediately and that his permanent residency rights in Georgia be restored;
  • That his case be reviewed individually, transparently, and with all relevant legal guarantees fully respected;
    That the public be provided with a clear and reasoned explanation of the grounds on which such a decision is being planned;
  • That Francis Primersky’s fundamental rights be fully protected, including freedom of expression, the right to due process, and the protection of his dignity;
  • That proper consideration be given to Francis Primersky’s contribution to Georgia, as well as to the respect and affection he has earned from Georgian society, especially from representatives of the cultural and artistic communities.

This petition is not only about one person. It is about a principle: whether Georgia will remain a country where civic solidarity and peaceful expression are not punished.

If we believe that freedom, justice, and human dignity have value, then silence is not an option now.

We call on everyone:
Sign the petition, share the information, and make your position known in defense of human rights and a fair process.

185

The Decision Makers

Paata Salia
Paata Salia
Minister of Justice of Georgia

Petition Updates