აუცილებელია,საგამოცდო გზების გამართვა და სავალდებულო ლიცენზიის შემოღება ავტოსკოლებისთვის

11

Let’s get to 25 signatures!
Petitions with 1,000+ supporters are 5x more likely to win!

The Issue

აუცილებელია:

1. დაწესდეს სავალდებულო რეგულაციები ავტოსკოლებისა და ინსტრუქტორებისთვის

2. გაკეთდეს შესაბამისი საგზაო მონიშვნები ყველა საგამოცდო მარშრუტზე, უკლებლივ ყველა საგამოცდო ქალაქში.

ჩვენი საგზაო უსაფრთხოების გამუჯობესებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გამოცდის მეორე ეტაპის(ქალაქის გამოცდის) დამატება, თუ ისეთი საბაზისო აუცილებლობა არ იქნება გათვალისწინებული, როგორებიცაა სასწავლო პროცესის რეგულაცია და საგამოცდო მარშრუტების სათანადო გამართვა.

სიბრიყვეა იმის დაჯერება, რომ მხოლოდ "მაღალი სტანდარტის გამოცდა" უზრუნველყოფს კვალიფიკაციური მძღოლის გამოზრდას და რომ ეს საგზაო უსაფრთხოებისთვის და საზოგადო კოფმორტისთვის გაკეთდა. თუ არ გაიზარდა სწავლებისა და უშუალოდ საგამოცდო გზების ხარისხი, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ეს არა მოქალაქეების ზოგადი კეთილდღეობისთვის, არამედ, სახელმწიფოს მერკანტილური მიზნების დასაკმაყოფილებლად გაკეთდა. მაგალითად, საგზაო მონიშვნებიც კი არ არის საგამოცდო მარშრუტებზე, სადაც გამოცდა 90 ლარი ღირს, რიგგარეშე 260. ხოლო ინსტრუქტორს, მხოლოდ მანქანის მართვის უნარი აქვს და შეიძლება სწავლება აბსოლუტურად არ შეუძლია.

ფაქტია, რომ რეალურად, აღნიშნული გამოცდის შემოღებამ გაზარდა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო სტუდენტს მხოლოდ ფინანსური და ემოციური ხარჯი გაუზარდა. 

ამიტომ, ავტოსკოლები და ინსტრუქტორები არ უნდა ფუნქციონირებდნენ რეგულაციების გარეშე. არ უნდა შეეძლოს ნებისმიერს "მართვის ინსტრუქტორად" მუშაობა, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.

აუცილებელია, არსებობდეს სავალდებულო რეგულაციები ავტოსკოლებისთვის და სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლების სერტიფიცირება. უნდა შემუშავდეს ლიცენზია ან სტანდარტული სავალდებულო პროგრამა.

როდესაც არსებობს საგზაო კანონმდებლობა, დადგენილი წესები- ყველა ინსტრუქტორი საკუთარი ლოგიკით და გემოვნებით არ უნდა უხსნიდეს მოსწავლეს "რა არის სავალდებულო" და "რა ჯობია". მით უფრო, ხშირად ურთიერთგამომრიცხავს. აქ არ არის საუბარი განსხვავებულ მეთოდზე, აქ საუბარია წესებისადმი ინდივიდუალურ მიდგომებზე, რაც მის შინაარს ცვლის.

ინსტრუქტორი უნდა გრძნობდეს და აცნობიერებდეს სტუდენტის საჭიროებებს და დონეს. არ უნდა იმეორებდეს მექანიკირად მის მიერ შემუშავებულ ტექსტებს, როგორც ჩამწერი მოწყობილობა ან რობოტი. არ უნდა ებუტებოდეს, წნეხში ატარებდეს,  ხმას უწევდეს, ტელეფონზე ლაპარაკობდეს, თვითონ არღვევინებდეს მოძრაობის წესებს (დროში რომ ჩაეტიოს) ან/და ეფლირტავებოდეს მოსწავლეს, რა დროსაც სრულიად ავიწყდება მისი, როგორც მასწვლებლის როლი და ვალდებულება.

ამავდროულად, გამოცდაზე გასულ მომავალ მძღოლს მოუნიშნავ გზაზე უხდება გამოცდის ისეთი სტანდარტებით ჩაბარება, რომელსაც საეჭვოა, რომელიმე რიგითი "სტაჟიანი" მძღოლი გაუმკლავდეს შესაბამისი მომზადების გარეშე. მარშრუტებზე საგზაო მონიშვნები აუცილებლად გასაკეთებელია. "ევროპული სტანდარტის" მხოლოდ საგამოცდო მანქანაში დაცვით მხოლოდ საკუთარ თავებს, ნერვებსა და "ჯიბეს" ვატყუებთ.

სამი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ აღარ ჩაითვალოს სიახლედ გამოცდის მეორე ეტაპის დამატება და პასუხისმგებლობა მხოლოდ წესების შემოღებაზე კი არა, გონივრული გარემოს შექმნაზე იქნას აღებული, სადაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდით საზოგადო უსაფრთხოების დაცვა ვერაფრით მოხდება.

ეს არ ეხება მარტო სატრანსპორტო საშუალებების  მართვის სწავლების მსურველებს, ეს ეხება საერთო უსაფრთხოებას და საგზაო კომფორტს.

ხომ უნდა დავიწყოთ საიდანღაც ცვლილება!

 

Petition Updates