პუტინი უზურპატორია

The Issue

მიმართვა მსოფლიო საზოგადოებების ლიდერებს

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო

მოგმართავთ ღრმა შეწუხებით 2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „არჩევნების“ თაობაზე, განსაკუთრებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა და უკრაინისა და რიგი სხვა ქვეყნების მიმართ მისი საგარეო აგრესიული და დამპყრობლური პოლიტიკის კონტექსტში.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციოს რიგ პრობლემებს – ისინი დაკავშირებულია ფაქტორებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობაზე, ობიექტურობაზე და რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაზე, რისი შედეგიც იქნება ვ. პუტინის მორიგ ჯერზე არჩევა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად.

ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც მოქმედი პრეზიდენტი ვ. პუტინი 2024 წლის არჩევნებზე არჩევის შემდეგ არ უნდა ცნონ ლეგიტიმურად, მოცემულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუცია №2519-ში და მის ფარგლებში, სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანის უფლებების კომიტეტის მომხსენებლის, ბატონი პიტერ ომციგის (ნიდერლანდები) 2023 წლის 22 სექტემბრის №15827 სპეციალურ ანგარიშში.

ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას შემდეგ ფაქტებზე, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ. პუტინის არალეგიტიმურად ცნობას 2024 წელს მისი მორიგ ჯერზე არჩევის შემდეგ:

–    არჩევნების ჩატარება დამოუკიდებელი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო საარჩევნო ღონისძიებებში ხმისმიცემის იძულების მეთოდების გამოყენება;

–  ომი უკრაინაში და სამხედრო დანაშაულები, რომელთა გამოც ვ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული ორდერით საერთაშორისო ძებნაში იმყოფება;

–    ხელისუფლების უზურპირება და მოქმედი რეჟიმის ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლა, მათ შორის რეპრესიები და ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებთან;

–    მედიის თავისუფლების შეზღუდვა ან არარსებობა;

–  რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი უკანონო, ანტიკონსტიტუციური შესწორებები, რომელთა მიზანიც ვ. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებაა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 81-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად (2020-ის შესწორებებამდე), ერთსა და იმავე პირს არ შეეძლო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დაკავება „გადამბულად ორ ვადაზე მეტად“. ამგვარად, პუტინს არ ჰქონდა უფლება 2012 და შემდგომ წლებში გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტი;

-  რიგი არასამართლებრივი კანონების მიღება, რომლებიც პირდაპირ არღვევენ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რაც რუსეთის კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველია (რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პირველი მუხლი).

ცალკე ყურადღებას იმსახურებენ გარემოებები, დაკავშირებულნი რუსეთის საარჩევნო სისტემის მდგომარეობასთან და რუსული არჩევნების შეუსაბამობასთან საყოველთაო, თანასწორი, საიდუმლო, თავისუფალი და პირდაპირი საარჩევნო უფლების პრინციპებთან, რომლებიც ფორმირებულია ვენეციის კომისიის მიერ:

–    საარჩევნო ცენზის დაწესებით (ნასამართლეობა, „კავშირი“ ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან, უცხოეთში ბინადრობის უფლების ქონა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ცალკეული ტიპის სამართალდარღვევებისთვის) რუსეთის მოქალაქეთა მნიშვნელოვან რაოდენობას ჩამორთმეული აქვს პასიური საარჩევნო უფლება – რუსული მოძრაობა „გოლოსის“ დათვლით, სულ მცირე 10-11 მილიონ ადამიანს;

–    კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურა სრულად ადმინისტრაციულად კონტროლირებადია: საარჩევნო კომისიებს შეუძლიათ შექმნან ნებისმიერი მიზეზი ალტერნატიული ან ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციისთვის, ან მათი რეგისტრაციის შემდგომი გაუქმებისთვის, რითიც სრულიად ცლიან არჩევნებს ნამდვილი, და არა ხელოვნური კონკურენციისგან, და არღვევენ პოლიტიკური მრავალფეროვნების პრინციპს, რაც რუსეთის კონსტიტუციური წყობის ერთ-ერთი საფუძველია (რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 13-ე მუხლი);

–    შექმნილია პირობები კანდიდატთა თანასწორობის პრინციპის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულად მხარდაჭერილი მოქმედი თანამდებობის პირების სასარგებლოდ (მიმდინარეობს აქტიური აგიტაცია მიმდინარე საქმიანობის გაშუქების სახით), კანდიდატებს აშკარად აქვთ არათანაბარი წვდომა მედიაზე;

–    რეგულარულად და მასიურად ფიქსირდება სახელმწიფო და მუნიციპალური მოხელეების, საბიუჯეტო სფეროს მუშაკების იძულება, ხმა მისცენ სახელისუფლებო კანდიდატებს, მათ შორის, ნების გამოვლინების პირდაპირი კონტროლის შემთხვევებიც;

–   დისტანციური ელექტრონული ხმისმიცემის სისტემის დანერგვამ და აქტიურმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააღრმავა ხმისმიცემის იძულების პრობლემა და ასევე, ხმისმიცემის საიდუმლოების და ამომრჩეველთა ნების ფალსიფიკაციისგან დაცვის პრობლემა – ეს სისტემა გაუმჭვირვალეა რამენაირი გარე კონტროლისთვის, არის არჩევნების ორგანიზატორთა სრულ განკარგულებაში და საშუალებას იძლევა ამომრჩეველთა ხმების შეუზღუდავი მანიპულირებისთვის;

–   ხმისმიცემის ახალი ფორმატების დანერგვა და გამოყენება – მაგალითად, სახლებთან ახლო ტერიტორიაზე, ვადამდელი და სახლში ხმისმიცემა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობებს და კარგ პირობებს ქმნის ფალსიფიკაციებისთვის;

–  საარჩევნო კომისიები ისეა ფორმირებული, რომ საბოლოო ჯამში სრულად დამოკიდებულნი არიან მოქმედ ხელისუფლებაზე და იქცევიან ერთიან, ადმინისტრაციულად კონტროლირებად ვერტიკალად;

–   მნიშვნელოვნადაა შეზღუდული არჩევნების საზოგადოებრივი კონტროლი, ასევე დაკვირვების, მათ შორის საერთაშორისოსი: შექმნილია საკანონმდებლო შეზღუდვები, იზღუდვება დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა (მათ შორის, უცხოეთის აგენტებსა და არასასურველ ორგანიზაციებზე კანონმდებლობით), იდევნებიან სადამკვირვებლო საზოგადოების წევრები;

–    ფორმირებულია როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე საარჩევნო კომისიების მთელ სისტემაში მასობრივი ფალსიფიკაციების მრავალწლიანი, მყარი პრაქტიკა, ხოლო სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების მდგომარეობის გათვალისწინებით, დარღვევების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს.

ეს ყველაფერი რუსულ საარჩევნო სისტემას აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვისა და ორგანიზებისთვის უძლურს ხდის.

რომ შევაჯამოთ ჩვენი მოწოდება, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება მოცემულ პრობლემატიკას და მიიღოთ აუცილებელი ნაბიჯები:

1)  2023 წლის 13 ოქტომბრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №2519 რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის და შესრულებისთვის, განსაკუთრებით მერვე პუნქტის, შემდეგ ნაწილში: „ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყველა კონტაქტი, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნისთვის“;

2) რათა არალეგიტიმურად იცნოს ვ. პუტინის საპრეზიდენტო ვადების „განულება“, მომხდარი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის გზით;

3)  რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი ვადით ვ. პუტინის არჩევის შემდეგ, მოგიწოდებთ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიაროთ მისი, როგორც რუსეთის პრეზიდენტის სტატუსი, არალეგიტიმურად და უარი თქვათ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებთან კონტაქტზე, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნისთვის.

ასეთი ნაბიჯები გახდება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე, საშუალებას გააჩენს, იგი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის

4

Support now

4

Petition updates

Share this petition

Petition created on February 28, 2024