Victory

აღიარეთ ტრანსგენდერი ქალი ქალად

This petition made change with 1,049 supporters!


ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა. მართალია, ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას. რეალურად კი ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან/და ხელმიუწვდომელია: ოპერაცია ძალიან ძვირია, მას დაზღვევა არ ანაზღაურებს, საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება, ოპერაცია იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის გაუარესებას.  სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა.

ჩვენ მოვითხოვთ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე.



Today: ქალთა მოძრაობა is counting on you

ქალთა მოძრაობა needs your help with “ქალთა მოძრაობა: აღიარეთ ტრანსგენდერი ქალი ქალად”. Join ქალთა მოძრაობა and 1,048 supporters today.