საქართველოს ICT სექტორის მიმართვა ევროპული კურსის და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად

The Issue

ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, მკაფიოდ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ასევე განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს, მიუღებელია ჩვენთვის. ეს ქმედებები უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს მიზანს – გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.

ამასთან, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია არალეგიტიმური პარლამენტის კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ქართველი ხალხის ნებას და კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციურ კრიზისს.

ევროპასთან კავშირების გაწყვეტა აზიანებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მთლიანად ეკონომიკას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ვითარებაში, საქართველოს ევროპული კურსის შესუსტება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის, ასევე მთლიანად საზოგადოების პროგრესისთვის.

ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შელახვას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას:

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს;
  • დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები;

ევროპული მომავალი საქართველოსთვის თავისუფლების და პროგრესის გზაა, და ჩვენი სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას.

მოვუწოდებთ საქართველოს ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს, შეუერთდნენ ამ მიმართვას ხელმოწერით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, პროგრესულ განვითარებას.

We, the representatives of Georgia's ICT sector, express our unequivocal support for Georgia's European future. The recent violent actions against peaceful demonstrators, as well as statements contradicting the country's European course, are unacceptable to us. These actions oppose Georgia's strategic interests, the will of the Georgian people, and Article 78 of the Constitution of Georgia, which explicitly affirms the country’s aspiration to become part of the European family.

Moreover, we categorically reject the illegitimate selection of the only presidential candidate by the parliamentary committee, a process in which no alternative candidate was even considered. This step contradicts democratic principles, disregards the will of the Georgian people, and deepens the institutional crisis within the country.

Severing ties with Europe harms not only technological progress but also the economy as a whole, deterring investments and stalling Georgia’s development opportunities. In this context, any weakening of Georgia’s European course poses a significant threat to the technological sector of the country and to society's overall progress.

We, the representatives of Georgia's ICT sector, strongly condemn violence and the violation of peaceful protesters’ rights. Therefore, we call on the government to:

  • Immediately release those detained in recent protests—individuals who are building Georgia's progressive future;
  • Conduct new elections under democratic standards.

A European future for Georgia is the path to freedom and progress, and our sector will do everything to safeguard this course.

We urge all representatives of Georgia's ICT sector to join this appeal with their signatures and to support the democratic and progressive development of our country.
 
184

Petition Updates

Share this petition

Petition created on December 15, 2024