ქალთა მოძრაობის პეტიცია ფემიციდზე

0 have signed. Let’s get to 1,500!


ქალების მკვლელობის შემაძრწუნებელი ფაქტები სულ უფრო გახშირდა საქართველოში. ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან - ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია. ფემიციდი სხვა მკვლელობისაგან განსხვავდება. ხშირად ფემიციდის დროს მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალს სიკვდილით სჯის ისეთი საქციელისთვის, რომელიც ქალს არ შეეფერება მისი ქალობის/გენდერის გამო; ზოგჯერ მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალის მკვლელობით აღიდგინა საკუთარი ღირსება. ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის”. ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი და ამით ვლინდება დანაშაულის გენდერული ხასიათი. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ფემიციდს. ფემიციდი ისჯება ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი მკვლელობა.

რადგან დღეს საქართველოში ქალები განიცდიან მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და დღეს ქალებს სიკვდილით სჯიან, ამ პეტიციის ხელისმომწერნი მივმართავთ

საქართველოს პარლამენტს

მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა. 

პროკურატურას

სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს  ფემიციდის თავიდან აცილება.

საქართველოს პრეზიდენტს

არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.



Today: ქალთა მოძრაობა is counting on you

ქალთა მოძრაობა needs your help with “საქართველოს პარლამენტს: ქალთა მოძრაობის პეტიცია ფემიციდზე”. Join ქალთა მოძრაობა and 1,100 supporters today.