დავითგარეჯი - არა გაყოფას! დავითგარეჯი საქართველოა.

The Issue

საქართველოს მოქალაქეები მივმართავთ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საქართველოს მთავრობას.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავითგარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო, უდაბნოს მონასტერი აღდგომის ტაძრითა და ჩიჩხიტურის მონასტერი კოშკითურთ საქართველოს მხრიდან ხელმისაწვდომი იყო. დღესდღეობით, საქართველოს ხელისუფლების არაეფექტური ქმედებების შედეგად, ეს შესაძლებლობა დაკარგულია.

სამოქალაქო აქტივისტების კითხვაზე, თუ როდის გაიხსნება გზა დავით-გარეჯის მონასტრის შემადგენელ ნაწილებამდე, გვაქვს ერთადერთი პასუხი - დაელოდეთ მოლაპარაკების დასრულებას. გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ ეს მოლაპარაკება, რომელიც უკვე 23 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ მრავალი წელი გაგრძლედეს, ხოლო ჩვენ არ შეგვწევს არც ძალა და არც ძალაუფლება, რათა ხელი შევუწყოთ დელიმიტაციის პროცესს, ან რაიმე ფორმით ჩავერიოთ მასში.

ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად მოვითხოვთ შემდეგს:

მანამ, სანამ დავით-გარეჯის საზღვრის დელიმიტაციის მოლაპარაკებები არ დასრულდება, მთავრობამ უზრუნველყოს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, კერძოდ საქართველოს მხრიდან შეუფერხებელი წვდომა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებზე. აზერბაიჯანთან მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ამ სტატუს-კვოს ნებისმიერი ლეგიტიმური ფორმით შენარჩუნება საბოლოო ოფიციალურ ხელშეკრულებაში.

მოვითხოვთ ზემორე საკითხის დროულ მოგვარებას, რათა არ მოხდეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა, რაც მხოლოდ რუსეთს შეიძლება აძლევდეს ხელს. სამხრეთ კავკასიაში სიმშვიდე და კეთილმეზობლობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

avatar of the starter
დავითგარეჯის საკითხის გარშემოPetition Starter
This petition had 1,958 supporters

Petition Updates

Share this petition

Petition created on June 7, 2019