ბავშვის უფლებები და თავისუფლებები, სქესობრივი განათლება

The Issue

საქართველო არის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო და აღებული აქვს ვალდებულება მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას,  რათა ბავშვი დაიცვას ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ (კონვენციის მუხლი 19).

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“  მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, მისი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადება. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.  ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან, აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამების და მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.

ასევე, ამავე კანონით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დასაცავად.

ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს:

1.    ბავშვის უფლებები და თავისუფლებები

საგანი ისწავლებოდეს პირველი კლასიდან და ბავშვის განვითარების შესაბამისად, სკოლამ ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია კანონით დაცული მათი უფლებების შესახებ. აუცილებელია ბავშვებს მარტივი ფორმით მიეწოდოს ინფორმაცია თუ რას ნიშნავს მათთვის რთულად გასაგები საკანონმდებლო ტერმინები.  ბავშვმა უნდა შეძლოს გაარჩიოს სხვადასხვა შესაძლო ძალადობის საფრთხე და ფლობდეს ინფორმაციას უფლების დაცვის როგორც ტექნიკური ისე სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

2.    სექსუალური განათლება

თანამედროვე გლობალური სამყაროში (მათ შორის ინტერნეტსივრცეში) არსებული უამრავი მცდარი ინფორმაციის არსებობის პირობებში, კრიტიკულად აუცილებელია ბავშვებმა სპეციალისებისგან, მათი ასაკის შესაბამისი ფორმით მიიღონ ზუსტი, სამეცნიერო ხასიათის ინფორმაცია ადამიანის სექსუალობის შესახებ. სწავლების საფუძველზე ბავშვები ეტაპობრივად შეიძენენ სქესობრივ ცოდნას. სწავლებამ უნდა მოიცვას იმ თემების განხილვა, რომელიც ეხება ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში მიმდინარე ხილულ და უხილავ ცვლილებებს, ასევე, ორსულობას, მშობიარობას, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვას; ვენერიული დაავადებებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობას და სხვა

სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ბავშვები ბაღის ასაკიდან იღებენ  სექსუალურ განათლებას(მაგ.ნიდერლანდებში), ასევე, შვეიცარიაში პირველი კლასიდან იწყება სწავლება.  ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებისა და მშობლებისთვის არსებობს სექსუალური განათლების ორი განსხვავებული მოდული, ლიბერალური და კონსერვატიული მიმდინარეობის სწავლება და შესაძლებელია არჩევა.

This petition had 210 supporters

The Decision Makers

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Petition Updates

Share this petition

Petition created on March 9, 2021