თეა წულუკიანმა დატოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა!

0 have signed. Let’s get to 1,000!


ხელმომწერ საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ:
1. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სამართალდამცავ სისტემაში განუხორციელებელ რეფორმებზე, რომლებსაც წლებია მოითხოვს საზოგადოება და რომლებსაც უნდა მოჰყოლოდა პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. სწორედ ამ რეფორმების განუხორციელებლობის სავალალო და ტრაგიკულმა შედეგებმა გამოიწვია ათასობით მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა. არსებული სისტემური პრობლემების საუკეთესო ილუსტრაციად ზაზა სარალიძის ტრაგედია იქცა, რომლის შვილის მკვლელი სწორედ ამ სისტემამ არ გამოავლინა. ეს სისტემა შვილმკვდარ მამას საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის მასალების ასლის მოპოვების უფლებასაც კი არ აძლევს და მინისტრი ამ სისტემის რეფორმირებას წლებია გაურბის;
2. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სიტემაში განუხორციელებელ რეფორმაზე, რომლის შედეგად სასამართლო სისტემაში მივიღეთ კლანური მმართველობა, ხოლო სასამართლოსადმი ნდობა დღითიდღე იკლებს; მის მიერ ჩატარებული ე.წ. სამი ტალღის რეფორმები სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ძირეული პრობლემების მხოლოდ შენიღბვის საშუალება აღმოჩნდა, რომელიც პირველივე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთანავე ჩამოირეცხა და ხელში კვლავ მურუსიძის და ჩინჩალაძის მიერ დაბეჩავებული თემიდა შეგვრჩა;
3. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი სხვადასხვა დროს კბილაშვილის, ფარცხალაძის, ბადაშვილისა და შოთაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაზე და პოლიტიკურად პასუხისმგებელი მათ უვარგის საქმიანობაზე;
4. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაზე, მათ აღსადგენად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და უპატივცემულობაზე;
5. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა თანამშრომლებზე სექსუალურად მოძალადე პაპუნა უგრეხელიძე. მან იცოდა ამ ძალადობის შესახებ, მაგრამ სანამ მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია არ მიიღეთ, ერთი წელი უარს აცხადებდა მის გათავისუფლებაზე. სწორედ ამ საქმის გამოა ფუჭი ყველა ის ინიციატივა თუ განცხადება, რომელიც ქალთა უფლებების დასაცავად მას წამოუყენება ან გამუთქვამს;
6. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ქსენოფობიის და სიძულვილის თესვაზე, ამიტომ ფუჭია დისკრიმინაციის წინააღმდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებები თუ გადადგმული ნაბიჯები;
7. თეა წულუკიანი პირადად არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსის სამარცხვინოდ ჩატარებაზე;

ამიტომ მოვითხოვთ, თეა წულუკიანმა დატოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა!

 



Today: George is counting on you

George Mshvenieradze needs your help with “დატოვოს თანამდებობა თეა წულუკიანმა!”. Join George and 759 supporters today.