ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების განცხადება

The Issue

ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და გვწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან კავშირსა და დასავლურ ინსტიტუტებშია.  

“ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას რუსეთთან აახლოვებს და ევროკავშირს გვაშორებს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ხელისუფლების ქმედებები ფუნდამენტურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. 

ათწლეულების განმავლობაში, ქართულ საზოგადოებას ურყევად სურდა ევროკავშირში გაწევრიანება - არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ, ვინც ამ ღირებულებებზე გავიზარდეთ, არ მივიღებთ ამჟამინდელი მთავრობის რუსულ სტრატეგიას, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს თავისუფლებას და ეროვნულ იდენტობას. “ქართული ოცნება” გვართმევს არა მხოლოდ არჩევანს არამედ მომავალს, რომლისთვისაც ასობით ათასმა ქართველმა სიცოცხლე დათმო. 

რუსეთი არ არის და ვერ იქნება საქართველოს პარტნიორი - ის არის საქართველოს მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, და ყველა მამაც ადამიანს, ვინც დღეს საქართველოს ღირსეული, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. 

საქართველოს ადგილი ევროპაშია! 

პეტიციის ავტორები:   
ნინი პატარიძე - The George Washington University
ნინო ბურჯანაძე - Adelphi University

61

Petition Updates

Share this petition

Petition created on December 1, 2024