პეტიცია გერმანიის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩისადმი სოლიდარობის გამოსახატად

Das Problem
საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების პეტიცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გაჟღერებულ საჯარო თავდასხმებს გერმანიის ელჩის, ბატონ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ.
უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიის მხარდაჭერას არ გრძნობს - იქნება ეს ბათუმისა და აჭარის რეგიონის წყლის მომარაგების სისტემების გაძლიერებით, გერმანელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სტუდენტების/მეცნიერების სტიპენდიებით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამებით.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიამ ჩვენს ქვეყანას არაერთ მნიშვნელოვან სფეროში დაუჭირა მხარი - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საზოგადოებრივად:
- GIZ - ის , KfW - ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო სამსახურის განვითარებას, სამართლებრივ რეფორმებს, დემოკრატიის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურის, ენერგომომარაგების, პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
- პოლიტიკური ფონდების საქმიანობით, რომლებიც წლებია უჭერენ მხარს პარტიული პლურალიზმს, პოლიტიკურ განათლებას და საჯარო დისკუსიის განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში დახმარებით და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიებით, განსაკუთრებით DAAD-ის მეშვეობით;
- და ბოლოს, გერმანიის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ინსტიტუტების გაძლიერება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ამ მასშტაბებით ვერ განხორციელდებოდა. ამისთვის საქართველო გერმანელი ხალხის მადლიერია.
ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში ამ პარტნიორობის სიმბოლოა. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას. მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული მუქარები, მათ შორის მისი შესაძლო გაძევების საკითხის წამოწევა, ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.
ვუცხადებთ სოლიდარობას ელჩ პეტერ ფიშერს და გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლი, შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმები და აღიაროს გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში.
საქართველო საჭიროებს ძლიერ პარტნიორებს და არა კონფრონტაციას!
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
Petition der georgischen Zivilgesellschaft und Akademie zur Dankbarkeit gegenüber Deutschland und Solidarität mit Botschafter Peter Fischer
Wir, die unterzeichnenden Vertreter*innen der georgischen Zivilgesellschaft und Akademie, sehen mit großer Sorge die jüngsten öffentlichen Angriffe auf den Botschafter der Bundesrepublik Deutschland, Herrn Peter Fischer.
Es gibt kaum Georgier*innen, die die Unterstützung Deutschlands nicht spüren – sei es durch die von Deutschland finanziell geförderte Wasserversorgung in Batumi und der Region Adscharien, durch die vom deutschen Steuerzahler getragenen Stipendien für Studierende/Forschende oder durch die vielfältigen Programme zur Förderung von Kleinunternehmen und zur Stärkung der Kommunen in Georgien.
Deutschland gehört seit Jahrzehnten zu den wichtigsten Partnern Georgiens. Wir wissen, dass die Bundesrepublik unser Land in entscheidenden Bereichen unterstützt hat – politisch, wirtschaftlich und gesellschaftlich:
- durch die GIZ, die KfW Entwicklungsbank und das Auswärtige Amt – mit Projekten zur Entwicklung des öffentlichen Dienstes, zur Förderung von Rechtsstaatlichkeit, zur Stärkung von Demokratie, unabhängigen Medien und Zivilgesellschaft, sowie in den Bereichen Infrastruktur, Energieversorgung, berufliche Bildung und nachhaltige Landwirtschaft,
- durch die politischen Stiftungen, die seit Jahren Parteienvielfalt, politische Bildung und öffentlichen Dialog fördern, sowie durch Unterstützung in den Bereichen Gesundheit, Umwelt, Kultur und Wissenschaft, einschließlich wichtiger Stipendienprogramme für Studierende/Forschende, insbesondere durch den DAAD,
- vor allem durch die klare politische Begleitung Georgiens auf dem Weg in die Europäische Union.
Ohne diese Beiträge wären viele Fortschritte in unserem Land - beim Ausbau von Infrastruktur, bei der Stärkung von Institutionen oder bei den Chancen für die junge Generation - in diesem Umfang nicht möglich gewesen. Dafür sind wir Deutschland zutiefst dankbar.
Botschafter Peter Fischer steht in Georgien stellvertretend für diese Partnerschaft. Seine offene Unterstützung für Demokratie, Rechtsstaatlichkeit und europäische Integration ist Ausdruck jener Werte, die Georgien und Deutschland verbinden. Die jüngsten Drohungen gegen ihn, bis hin zur Diskussion über eine mögliche Ausweisung, empfinden wir daher als Angriff nicht nur auf ihn persönlich, sondern auf die gesamte deutsch-georgische Freundschaft.
Wir möchten hiermit unsere Solidarität mit Botschafter Fischer und unsere Dankbarkeit gegenüber Deutschland bekräftigen. Wir rufen die georgische Regierung auf, das diplomatische Protokoll zu wahren, Angriffe gegen ausländische Vertreter einzustellen und den wertvollen Beitrag Deutschlands für die demokratische und europäische Entwicklung Georgiens anzuerkennen.
Georgien braucht starke Partnerschaften und keine Konfrontationen!
Wir stehen fest an der Seite unserer europäischen Freunde und verteidigen die Werte, die Georgien als Teil der europäischen Familie verankern.

2.701

Kommentare von Unterstützer*innen
Neuigkeiten zur Petition
Diese Petition teilen
Petition am 14. September 2025 erstellt