შეწყდეს ცხოველების შეწირვა რელიგიური მოსაზრებით

The Issue

გთხოვთ წაიკითხოთ მიმართვა და დააფიქსიროთ თქვენი აზრი; თუ ეთანხმებით და გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ  საქმეში, მოაწერეთ  ხელი:

მივმართავთ თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს:

ჩვენ, ხელის მომწერნი, დიდი იმედით მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დიდ სულიერ მამას, რომლის აზრიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, მნიშვნელოვანია.

გვინდა შევეხოთ ბევრისთვის მტკივნეულ თემას "მსხვერპლთშეწირვას" .. ჩვენ გვქონდა იმედი რომ მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებდა რაღაც ზომებს და შეწყდებოდა ეს სისასტიკე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის....მოგეხსენებათ მსხვერპლთშეწირვა არის წარმართული და არამართლმადიდებლური წესი,სამწუხაროდ ამ საკითხზე ჩვენი ეკლესიის მრევლს არ აქვს ინფორმაცია, მიაჩნიათ რომ უმანკო ცხოველების შეწირვა , მისაღები და ნორმალურია, თუმცა მრევლს ვერ გაამტყუნებ, რადგან მღვდელმსახურებიც გულგრილად უყურებენ ამ ხოცვა-ჯლეტას და არც ცდილობენ რომ ინფორმაცია მიაწოდონ მათ, ამაზრზენია მსხვერპლთშეწირვის სანახაობა იმ ადგილებში სადაც ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები უფალთან შესახვედრად მიდიან. ბევრი მორწმუნე ადამიანი თავს არიდებს დღესასწაულებზე ეკლესიაში მისვლას, რათა თავი აარიდოს სისხლიან და შემზარავ სანახაობას, ხალხში ეს ინფორმაციის უქონლობა ფაქტიურად დანაშაულია ჩვენი ეკლესიის მხრიდან..
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უდიდესი მოწიწებით გთხოვთ შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულების აღკვეთაში და ეკლესიებში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აღკვეთაში ერთხელ და სამუდამოდ. ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ადამიანების სულიერ განვითარებას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი მღვდელთმსახური, მრევლს ცხოველთა წინააღმდეგ განაწყობს და უკრძალავს მათ ცხოველების სახლში ყოფნას იმ მიზეზით თითქოს-და ისინი უწმინდური არსებები იყვნენ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ღვთიურს და შეურაცხყოფას აყენებს თვით ჩვენს ზეციერ შემოქმედს.
გთხოვთ მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას ტელევიზიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით , თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ ეს სიტუაცია თქვენი ერთი განცხადებით.

დიდი იმედი გვაქვს რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ ამ საქმეში თქვენი კეთილშობილური წვლილის შეტანისთვის.

avatar of the starter
c. u.Petition Starter
This petition had 1,692 supporters

The Decision Makers

მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს

Petition Updates