სასტიპენდიო აქტივობების გამოთვლის წესის შესახებ!

Confirmed victory

This petition made change with 67 supporters!

The Issue

         ჩვენ, ამ მიმართვის ხელმომწერნი ვეწინააღმდგებით თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასტიპენდიო კრიტერიუმების დათვლის წესის თვითნებურ შეცვლას სტუდენტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რის შედეგადაც მაღალი აკადემიური მოსწრების და სამეცნიერო აქტივობის მქონე სტუდენტები რჩებიან სიის გარეთ .

      გვსურს დეკანის დაპირების შესრულება შეცვლილი კრიტერიუმების გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედების შესახებ და არა ახლა !

      გვსურს გაეცეს ადექვატური პასუხი ჩვენს პროტესტს და ფაკულტეტის დეკანთან ერთად დადგინდეს სამართლიანი მოდელი . 

            შეგახსენებთ,რომ დღეის მდგომარეობით:

     არ არსებობს განსხვავება საერთაშორისო და ადგილობრივ  აქტივობებს შორის!

      აკადემიური აქტივობის პროცენტული წილის მიხედვით, გამოთვლის შედეგად, მათი მაჩვენებელი ჯამში ერთ ქულასაც აღარ შეადგენს. რაც სტუდენტებისთვის მოულოდნელია და არ შეესაბამება არც ერთ აქამდე დათქმულ წესსა თუ მოთხოვნას. ყოველივე გულისხმობს იმას რომ 10 ქულის მოგროვებას 100 აქტივობა სჭირდება რაც დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია და აქამდე არ ხდებოდა.

       მოვითხოვთ სტიპენდიანტთა არსებული სიის გადახედვას და სამართლიან გადათვლას .

       მოვითხოვთ სტუდენტების ინფორმირებას და კრიტერიუმების დეტალურ გაწერას,რათა ერთი უსამართლობის აღმოფხვრის მცდელობამ არ წარმოშვას მეორე უსამართლობა !

 

Petition Updates

Share this petition

Petition created on December 13, 2013