Petition Closed

"Must Carry" Must Stay!

26,214
Supporters

ღრმად პატივცემულ მიატოვიჩს, ეუთოს წარმომადგენელს მედიის თვისუფლების საკითხებში:

ქვემოთ ხელმომწერნი - საქართველოს მოქალაქეები და მსოფლიოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერები გთხოვთ, ჩვენი სახელით საქართველოს მთავრობას მკაფიო შეტყობინება გაუგზავნოთ.

დღეისათვის საქართველოში, თავისუფალი მედია სერიოზული წნეხის ქვეშ ექცევა და წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიისთვის.

ცოტა ხნის წინ მიღებული “Must Carry, Must Offer”-ის კანონში, რომელიც მიზნად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს, ხარვეზები მრავლადაა.

·         Must Carry, Must Offer-ის ქართული ვერსიის თანახმად კანონი ძალას 2 ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს კარგავს.

·         ეს  ნიშნავს, რომ ყველაზე კრიტიკულ, პოსტ-საარჩევნო პერიოდში, როდესაც შედეგები უნდა გამოცხადდეს ან/და დარღვევები გამოაშკარავდეს, მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო არხებს ექნებათ შეუზღუდავი მაუწყებლობის შესაძლებლობა.

სწორედ ამ ხარვეზების გამო, გთხოვთ, რომ მოითხოვოთ, “Must Carry, Must Offer”-ის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები საქართველოშიც იქნას დაცული და “Must Carry, Must Offer”-ის კანონი შეცვალოს ისე, რომ მისი მოქმედება სამუდამოდ გაგრძელდეს და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის დროს.

სწორედ ამას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან და იმედი გვაქვს, რომ თქვენი განყოფილება და მთლიანად ეუთო გააჟღერებს ჩვენ მოთხოვნებს, რადგან ამ მოთხოვნებს ქვეყნის შიგნით არავინ ითვალისწინებს.

დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

პატივისცემით,

This petition was delivered to:
  • Representative for Freedom of Media, OSCE
    Dunja Mijatović
  • Executive Assistant, Freedom of Media, OSCE
    Joanna Jinks
  • Director, Freedom of Media, OSCE
    Prof., Dr. Andrey Rikhter
  • Principal Adviser, Freedom of Media, OSCE
    Dr. Roland Bless
  • Senior Adviser, Freedom of Media, OSCE
    Dr. Ana Karlsreiter
  • Senior Adviser, Freedom of Media, OSCE
    Ženet Mujić
  • Senior Adviser, Freedom of Media, OSCE
    Mike Stone


Channel 9 started this petition with a single signature, and now has 26,214 supporters. Start a petition today to change something you care about.