Freedom House-მა არ დაამახინჯოს ფაქტები / Freedom House not to twist facts

0 have signed. Let’s get to 500!


2018 წლის მედიათავისუფლების ანგარიშში Freedom House-მა, საქართველო არაობექტურ წყაროებზე დაყრდნობით შეაფასა.
2018 წლის 13 აპრილს Freedom House-ს მოუწია გაესწორებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მე2 არხის კომპონენტში დაშვებული შეცდომა მას შემდეგ, რაც არხმა მიუთითა ანგარიშის შემდგენებს სიცრუეზე.
მსგავსი სიცრუე, უხეში შეცდომები და არაობიექტურობა დააფიქსირეს საქართველოში მოქმედმა სხვა მედია საშუალებებმაც, რაც ასევე ითხოვს Freedom house-ს მხრიდან შეცდომების დაუყოვნებელ გამოსწორებას და შეფასების გადახედვას.
არგუმენტები, რომლებიც Freedom House-მა გამოიყენა საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შეფასებისას ხშირ შემთხვევაში არათუ არასუსტი, არამედ აშკარად დამახინჯებული და მცდარია. შემაშფოთებელი არაობიექტურობა ფიქსირდება არა მხოლოდ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხის განსაზღვრაში, არამედ პენიტენციალური სისტემის, სასამართლოს, ბიზნესის და სახელმწიფო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეფასებებში. რჩება შთაბეჭდილება, რომ Freedom House მიზანმიმართულად არ ხედავს იმ უზარმაზარ სხვაობას დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხში, რომელიც ფიქსირდება სააკაშვილის რეჟიმის მმართველობასა და დღევანდელობას შორის.

ჩვენ, საქართველოს მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები, გამოვხატავთ პატივისცემას ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიმართ და ვითვალისწინებთ რა საქართველო-აშშ-ს მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ ხარისხს, ვითხოვთ, Freedom House-ისგან საქართველოში დემოკრატიისა და მედიათავისუფლების ხარისხის შეფასებისას მეტი პასუხისმგებლობა და ობიექტურობა გამოიჩინოს, დაეყრდნოს მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და არ მოექცეს ამა თუ იმ ანგაჟირებული და ტენდენციური ჯგუფების გავლენის ქვეშ.
ამ ხელმოწერებით, გვსურს Freedom House დაუბრუნდეს დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებსაც ამკვიდრებს აშშ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთოს ყოველწლიური ანგარიშები.


In its assessments of Georgia under the 2018 Freedom of the Press Report, Freedom House relies on biased sources.
On April 13, 2018 Freedom House had to correct the inaccuracy in the section concerning the Public Broadcaster Channel 2 after the broadcaster pointed out false information to the report’s authors.  Such blatant lies, glaring errors, and bias were also identified by other media outlets operating in Georgia, which also calls for the immediate rectification of errors and reevaluation of assessments by Freedom House.
The arguments put forward by Freedom House in its assessment of Georgia’s democracy and freedom of speech are often not only inaccurate but also obviously distorted and false.  Appalling bias is present not only in the assessment of the freedom of media in Georgia but also in the evaluation of the independence of the penitentiary system, judiciary, business, and state institutions.  It seems that Freedom House has been turning a blind eye to the enormous difference between the levels of democracy and freedom of speech under Saakashvili’s regime and the current government.
We, representatives of Georgian media outlets and society, pay due respect to this authoritative American organization, and by taking into account the exceptional quality of Georgia-US friendship and partnership, ask from Freedom House of greater responsibility and objectivity in assessing the quality of Georgia’s democracy and freedom of the press, reliance only on verified information, and freedom from the influence of one partisan and biased group or another.
Hereby, with these signatures we ask Freedom House to return to the high standards of democracy and freedom of speech which are set by the United States of America and prepare annual reports based only on verified information.



Today: Giorgi is counting on you

Giorgi Kapanadze needs your help with “Freedom House: Freedom House-მა არ დაამახინჯოს ფაქტები / Freedom House not to twist facts”. Join Giorgi and 203 supporters today.