ილია კევლიშვილის უნივერსიტეტში დაბრუნება

ილია კევლიშვილის უნივერსიტეტში დაბრუნება

0 людей подписали. Следующая цель: 500
Когда эта петиция соберет 500 подписей, она вероятнее всего будет отображаться в подборке рекомендуемых петиций!
Илья Кевлишвили создал(а) эту петицию, адресованную Free University of Tbilisi (Free University of Tbilisi)

თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელმა ილია კევლიშვილმა საუნივერსიტეტო მეილზე გააგზავნა შეთავაზება სამართლის ესეს დახმარებაში, რომლითაც არ უსარგებლია. ესე დაწერა თვითონ თავიდან ბოლომდე ყოველგავრი დახმარების გარეშე, რომელიც ჩაეთვალა პლაგიატში, რადგან გამოყენებული მასალა იყო ლექტორის მიერ გამოგზავნილი წყაროებიდან. ეთიკის საბჭოს სხდომაზე ილიამ გულწრფელად აღიარა, რომ ნამდვილად მიმართა კურსელებს დახმარების თხოვნით, რითაც არ უსარგებლია, მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს ქმედება ჩათვალა უნივერსიტეტის სტატუსის შელახვად და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ილია კევლიშვილი გაერიცხათ თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

შევეცადოთ დავეხმაროთ ილია კევლიშვილს და გავაგრძელებინოთ სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში, და ეს შემთხვევა იყოს მისი გაფრთხილება, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

ჩვენ ვთვლით, რომ ემიგრანტი სტუდენტი ილია კევლიშვილის გარიცხვა არის გადაჭარბებული დასჯა. საკმარისი იქნებოდა საგანში F-ის დაწერა სამართლის საფუძვლების საგანში, სტუდენტის ეთიკის კოდექსის და საგნის სილაბუსის მიხედვით "მნიშვნელოვანი შეხსენება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის
ეთიკის კოდექსის პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის
დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას." (წყარო: სამართლის საფუძვლების სილაბუსი).

ჩვენ, სტუდენტები, მოგმართავთ თხოვნით, რომ ილია კევლიშვილი იყოს აღდგენილი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე და გააგრძელოს სწავლა მე-3 სემესტრიდან.

0 людей подписали. Следующая цель: 500
Когда эта петиция соберет 500 подписей, она вероятнее всего будет отображаться в подборке рекомендуемых петиций!