Petition Closed
Petitioning Animal Rights Activists
This petition will be delivered to:
Animal Rights Activists

Don't massacre of stray dogs in Mtskheta(Caucasus, Georgia)

Executive Body of Mtskheta Municipality

This is to express our discontent in regard with massive termination of homeless animal (dogs) population planned by management of The Mtskheta Municipality.

On July 23, 2013, The Mtskheta Municipality has announced the tender on purchasing services of catching and euthanizing (intentional ending of a life by injection) homeless animals. According to the tender documentation, only “diseased” and “aggressive” animals should be euthanized. The mentioned terms are vague as the tender does not provide definitions of “diseased” and/or “aggressive”.

According to the website of The Competition and State Procurement Agency, the status of the tender is “in the process of contract preparation”. The only participant of the tender is SP ‘Sergo Verulashvili’ (ID #60001026992), which is formed with the people that treat animals with the most cruelty. The contractor does own a shelter in its ownership, but has a premise that is an animal concentration camp in the city Kutaisi (see video www.youtube.com/watch?v=Yu9qWmnQIug). The participant has a contract with Kutaisi Mayor on isolation of 2 745 (two thousand seven hundred forty five) animals until the end of this year. It is practically impossible to fit so many animals in the mentioned premise.

The mentioned barbarous actions are direct severe violation of articles 102 and 104 of the Georgian Administrative Law Violation Code, article 259 of the Georgian Criminal Law Code and various international conventions. The latter has caused lack of control of diseases, population destabilisation and arrival of new flow of animals from rural areas in Kutaisi. The termination of homeless animals increased risks related to human health.

While managing homeless animal population, it is a must to apply recommendations of local and international animal organizations and associations stating that reduction of homeless animal population must be carried out using only humane and proper methods such as opening shelters and veterinary-rehabilitation centres to manage animal identification, vaccination, neutering/ spaying and other various veterinary procedures; to return animal to the initial place, to find a foster family or a new owner. 

The annex #2 of the tender documentation (service budget) demonstrates a true intention of The Mtskheta Municipality to identify the number of animals to be euthanized, as the annex cannot be filled in by the participant without specifying this number.

Based on all abovementioned, we demand from The Mtskheta Municipality to stop the process of signing a contract with SP ‘Sergo Verulashvili’. the immediate termination of the tender! 


Letter to
Animal Rights Activists
Executive Body of Mtskheta Municipality


ქვემორე ხელისმომწერნი, ვაფიქსირებთ რა შეშფოთებას მცხეთაში დაგეგმილ ცხოველთა(ძაღლების) მასობრივ განადგურებაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის 23 ივლისს გამოაცხადა ტენდერი უსახლკარო ცხოველთა დაჭერისა და მათი ევთანაზიის(ინექციის მეშვეობით სამუდამო მოკვდინება) მომსახურების შესყიდვის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს მხოლოდ ,,დაავადებული" და ,,აგრესიული" ცხოველების ევთანაზია. აღნიშნული ტერმინები იწვევენ გაურკვევლობას ვინაიდან არ არის განმარტებული რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ცხოველი ,,დაავადებულად" ან/და ,,აგრესიულად".
როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით ირკვევა ტენდერის მიმდინარეობის სტატუსია ,,მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება", ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია ი/მ სერგო ვერულაშვილი (საიდ. #60001026992). იგი წარმოადგენს ცხოველებისადმი განსაკუთრებული სისასტიკის ჩამდენ დაჯგუფებას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი თავშესაფარი, მეტიც მას აქვს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოწყობილი ცხოველთა საკონცენტრაცო ბანაკი (იხ. ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=Yu9qWmnQIug), მას ქუთაისის მერიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება წლის ბოლომდე 2 745 (ორი ათას შვიდას ორმოცდა ხუთი) ერთეული ცხოველის იზოლაციაზე, რამდენად შესაძლებელია აღნიშნულ შენობაში ამ რაოდენობის ცხოველთა მოთავსება თავად შეაფასეთ. აღნიშნული ბარბაროსული ქმედებები ერთმნიშვნელოვნად არის სასკ-ს 102-ე, 104-ე და სსსკ-ს 259-ე მუხლებისა და საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა. აღნიშნულმა ქალაქ ქუთაისში გამოიწვია დაავადებათა უკონტროლობა, პოპულაციური დესტაბილიზაცია, პერიფერიებიდან ცხოველთა ახალი ნაკადების შემოსვლები. უსახლკარო ცხოველების განადგურება საფრთხეს კიდევ უფრო ამძიმებს, რომელიც ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას. გათვალისწინებულ უნდა იქნას საერთაშორისო რეკომენდაციები უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვის მხრივ, უსახლკარო ცხოველთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია მხოლოდ ჰუმანური და სწორი მეთოდებით, რისთვისაც აუცილებელია კეთილმოწყობილი თავშესაფრისა და ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა. სადაც უნდა განხორციელდეს ცხოველთა იდენტიფიკაცია, ვაქცინაცია, განაყოფიერების უნარის შეწყვეტა და სხვადასხვა ვეტერინარული პროცედურები. მიკედლების ადგილას დაბრუნება, პირვანდელი ან ახალი მეპატრონის გამოძებნა და დაბინავება. გათვალისწინებული უნდა იქნას ცხოველთა დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და დაიწყოს მუშაობა ცხოველთა პოპულაციის ჰუმანურად და ეფექტურად მართვისათვის.
მოვითხოვთ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან, რომ არ გაფორმდეს ხელშეკრულება ი/მ სერგო ვერულაშვილთან.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-დან (მომსახურების გაანგარიშების შესახებ) იშიფრება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განზრახვა, რომ წინასწარ განისაზღვროს რამდენი ცხოველს უნდა გაუკეთდეს ევთანაზია, ვინაიდან შეუძლებელია პრეტენდენტმა შეავსოს დანართი N2, ისე რომ წინასწარ არ განსაზღვროს რამდენ ცხოველს გაუკეთდეს ევთანაზია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებილ გაუქმდეს სატენდერო წინადადება!