პარკი ოქროს უბანს

0 haben unterschrieben. Nächstes Ziel: 1.000.


პარკი ოქროს უბანს

მოვითხოვთ „პლეხანოვზე“, ოქროს უბანში, ქალაქის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე პარკისა და სპორტული მოედნის მოწყობას.

ამ უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია - ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სასპორტო ადგილი მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც - ყოფილი სასპორტო მოედანი თავისი ინფრასტრუქტურით ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში. თუმცა, ეს სარეკრეაციო სივრცე ამ 10 წლის წინ გაანადგურეს და ახლა იქ, მოასფალტებულ მოედანზე მანქანის მართვის სკოლა მოქმედებს.

არა და ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთად ერთი ადგილია არა მარტო უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას პარკის მოწყობის მოთხოვნით. უშედეგოდ. უფრო მეტიც - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო დღემდე არ გამორიცხავს მის პრივატიზებას. თუ ასე მოხდა, ქალაქის ამ ნაწილში სამუდამოდ შეუძლებელი იქნება სარეკრეაციო სივრცის შექმნა. დღეს აქ პარკის მოსაწყობად კი ქალაქის მმართველობას ამ კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა - ის ჩვენია, მოქალაქეების.

ამიტომ მოვითხოვთ მერიისგან, არ გაყიდოს ჩვენი საკუთრება, შეინარჩუნოს ეს კვარტალი თავისი სპორტული ინფრასტრუქტურით მუნიციპალურ საკუთრებაში და განაშენიანებისგან თავისუფალ მთელ ფართზე პარკი მოაწყოს.

შემოგვიერთდით!