#დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა!!!

0 kişi imzaladı. Hedefimiz 5.000.


შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ დაარსდა 2007 წელს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების» ამოქმედებიდან მოკლე დროში წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, ხოლო 2017 წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიენიჭა ხელახალი ავტორიზაცია 2023 წლამდე. სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური პედაგოგი, თანამშრომელი და 227 მოსწავლე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, სკოლა-ლიცეუმს შეუჩერდა ავტორიზაცია.
გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს იმ არგუმენტებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ავტორიზაციის შეჩერებას.
ჩვენი სკოლა-ლიცეუმი თავისი 13 წლიანი ისტორიის მანძილზე მაღალი პასუხისმგებლობით ემსახურება მოსწავლეების განათლებას დადგენილი მაღალი სტანდარტების შესაბამისად და ტოლერანტობის, მორალური და ზნეობრივი პრინციპების დამკვიდრებას, სკოლის ცნობადობისა და ავტორიტეტის ამაღლებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო საბჭოში, კანონით დადგენილ ვადებში.
ასევე მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა შეისწავლონ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამოვიყებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა აღდგეს სამართლიანობა დაცული იყოს სკოლა-ლიცეუმის საქმიანი რეპუტაცია.

Shota Rustaveli School-Lyceum LLC was established in 2007. The Ministry of Education and Science of Georgia successfully approved the authorization of the “Regulations on the Authorization of Educational Institutions” approved by the Order of October 1, 2010, and in 2017, in accordance with the legislation, re-authorized until 2023. The school-lyceum employs about 70 qualified teachers, staff and 227 students.
By the decision of the Board of Authorization of General Education Institutions on May 15, 2020, the authorization of the school-lyceum was suspended.
We would like to state that we categorically disagree with the arguments of the Authorization Council, which led to the suspension of the authorization.
Throughout its 13-year history, our school-lyceum has served with high responsibility the education of students in accordance with established high standards and the establishment of tolerance, moral and ethical principles, raising the awareness and authority of the school.
The decision will be appealed to the Board of Appeals within the timeframe set by law.
We also appeal to the Public Defender of Georgia, local and international non-governmental organizations to study the decision of the Authorization Council and to publicly state their position.
We will fight to the end and take all legal measures to restore justice, protect the business reputation of the school-lyceum.