საქართველოს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს

0 have signed. Let’s get to 7,500!

დარჩია მარიკა
დარჩია მარიკა signed this petition

საქართველოს პრემიერ მინისტრს
მამუკა ბახტაძეს

აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი!
რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი - კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპ-ი, რომლებიც თავის დროზე მწერლებთან და გამომცემლებთან კონსულტაციების შედეგად და მათი უშუალო ჩართულობით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით დაარსდა. (დაშლა-გაუქმებისას კი აზრი არავისთვის უკითხავთ). იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ წარმატებული მუშაობისთვის, უსამართლოდ გაათავისუფლეს ორივე ორგანიზაციის დირექტორი - ნატა ლომოური და დეა მეტრეველი.

ნატა ლომოურისა და დეა მეტრეველის წარმატებულ საქმეებს არ ჩამოვთვლით. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ - თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, რომლის წარმატების მომსწრე ყველანი ვართ; არაერთ ენაზე ნათარგმნ სამასამდე ქართულ წიგნს...

მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება!

მოვითხოვთ, რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი დირექტორების ჩართვას და მათთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას.

ამას გარდა, საფრთხე ექმნება თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს - დავით სარაჯიშვილისეულ სახლს მაჩაბლის 13-ში. ნატა ლომოურს, რომელმაც ამ სახლში ჩაატარა საფუძვლიანი რესტავრაცია და სახლს დაუბრუნა პირვანდელი სახე, დღეს არ ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს დავით სარაჯიშვილის მემორიალური სამუზეუმო ოთახის მოწყობა, მაშინ, როცა მუზეუმისთვის თითქმის ყველაფერი გაკეთებულია (ჩატარებულია კვლევა, დაწერილი და ნათარგმნია ტექსტები, მზადაა სარაჯიშვილის ნივთები საგამოფენოდ, დამზადებულია სტენდები და ა. შ.)!

დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში!

 

To The Prime Minister of Georgia - Mamuka Bakhtadze

Restore Writers’ House and Georgian National Book Center!

In the name of reorganization, Writers’ House of Georgia and Georgian National Book Center – the two most successful cultural organizations working under The Ministry of Education, Science Culture and Sports have been abolished! Both of these organizations were formed based on numerous consultations and discussions with writers & publishers and have been sharing the best practices of European countries. (Abolishing them was however never discussed with the main beneficiaries). Instead of thanking and valuing the directors of these two successful organizations – Natasha Lomouri and Dea Metreveli – they have been both dismissed from their positions.

We cannot list here all the successful projects implemented under management of Natasha Lomouri and Dea Metreveli. Just two of them are enough to be mentioned – Tbilisi International Festival of Literature – its fifth edition was brilliantly completed this spring and Frankfurt Book Fair 2018, where Georgia was The Guest of Honour
and we all have witnessed its overwhelming success, not to mention 300 copies of Georgian books translated into several languages and published internationally!

We demand to put hold on the reorganization process that has not been transparent, was hectic and not thorough! We demand that writers, publishers and literary professionals get the possibility to be part of this process.

We demand that the directors of both organizations, dismissed without any reason or explanation be included in the consultation process and to be given the possibility to continue working in favorable conditions. Other than that, another issue with the process is that one of the masterpieces of Tbilisian architecture – the house of David
Sarajisvhili, built in 1905 is under threat. Natasha Lomouri, who has personally undertaken very serious restoration works and managed to revive the main function of the house is not given possibility to finalize the works necessary to open David Sarajishvili museum in the house, where almost everything is completed for the opening.

We consider it unacceptable, that the Museum project of a very important public figure and philanthropist David Sarajishvili will be cancelled in his own house!