Направлено: საქართველოს პრემიერ-მინისტრს и еще 3

დაგვიბრუნეთ დემირელის კოლეჯი. ნუ დატოვებთ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების გარეშე.

147
участников

    დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეები და მშობლები მოგმართავთ თხოვნით, დაეხმაროთ კოლეჯს ავტორიზაციის დაბრუნებაში, რომელიც ჩვენი, სხვა მრავალი მოქალაქისა და საქმეში ჩახედული სპეციალისტების აზრით უკანონოდ, აშკარა პოლიტიკური სარჩულით, შეუჩერდა.

კოლეჯი მორგებული იყო ჩვენი შვილების ინტერესებზე და შესაძლებლობებზე: ფუნქციონირებდა საოლიმპიადო წრეები, მოსწავლეების დიდი ნაწილი სარგებლობდა ფასდაკლებით მიღწევების შესაბამისად, კოლეჯი ჩვენს შვილებს აძლევდა ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის განათლებას და იყო ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული გამარჯვებებით. არ არსებობს ქვეყანაში სხვა სასწავლებელი რომელიც გვთავაზობს პროდუქტს და პირობებს, რომელიც ჩაანაცვლებს დემირელის კოლეჯს და მოერგება ჩვენი შვილების მოთხოვნებს და მათ დაეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში.

სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ მისმა მოქალაქეებმა მიიღოს მაღალი სტანდარტის განათლება და არა ხელი შეუშალოს ამას.

ჩვენ ვთვლით, რომ ირღვევა კოლეჯის მოსწავლეების ფუნდამენტური უფლებები და გამოვთქვამთ მზადყოფნას,რომ ვიბრძოლოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების აღსადგენად.

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება მოახლოვებული სასწავლო წლის დაწყებისთანავე.

Эта петиция будет доставлена:
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს
  • ევროკავშირის ხელმძღვანელობას
  • საქართველოს პრეზიდენტს
  • საქართველოს პარლამენტს-განათლების კომიტეტს

Tengo Shengelaia с одной лишь подписью создал(а) эту петицию, которую на данный момент уже поддержали 147 людей. Создайте вашу петицию для того, чтобы добиться важных для вас перемен.




Cегодня Tengo рассчитывает на вас

Tengo Shengelaia нуждается в вашей помощи с петицией «საქართველოს პრემიერ-მინისტრს: დაგვიბრუნეთ დემირელის კოლეჯი,ნუ დატოვებთ მოსწავლეებს ხარისხიაანი განათლების გარეშე.». Присоединяйтесь к Tengo и 146 подписантам сегодня.