პეტიცია - მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად

პეტიცია - მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად

0 have signed. Let’s get to 200!
At 200 signatures, this petition is more likely to be featured in recommendations!

Economic Policy Research Center started this petition to საქართველოს მთავრობა

განვლილი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის მართვაში სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა. მიმდინარე წელსაც, 2021 წლის  თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილის მოხსნას, მთავრობის მხრიდან არ მოჰყოლია ეპიდემიის მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გეგმის საზოგადოებისთვის შეთავაზება, რაც ქვეყანას მკაცრი შეზღუდვების მესამედ დაწესების საშიშროების წინაშე აყენებს.

3 კვირის წინ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში 8 ბიზნეს-ასოციაცია მთავრობასთან კონსულტაციებისა და რეგულაციების ახალი დოკუმენტის შემუშავების მზადყოფნას გამოთქვამდა „იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს“. ბიზნეს-ასოციაციების მიმართვას მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რაც ჩვენთვის ამ პეტიციის მომზადების კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მკვლევართა ჯგუფის 23 მარტის მოსაზრებაში „COVID-19 ეპიდემიის გამოწვევები საქართველოში“ დაფიქსირებულია:

COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობის (14-დღიანი პერიოდისთვის) ზრდა, ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებლის (Rt) 1-ს ზემოთ ზრდა, ტესტირების პოზიტიურობის საშუალო 7-დღიანი მაჩვენებლის ზრდა, და იმავდროულად, პირბადის ტარების მაჩვენებლის საგანგაშოდ დაბალ (43%) ნიშნულზე დასვლა (ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო). ეს მდგომარეობა ამ მიმართვის ხელმომწერებს გვაფიქრებინებს სასწრაფოდ იმგვარი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში (აპრილი-ივნისი) ქვეყნისა და მისი ეკონომიკის კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ჩაკეტვას აგვაცილებდა თავიდან. მთავრობის მხრიდან ეპიდემიის მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული გეგმის არარსებობის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავად ჩვენი, მოქალაქეების თვითორგანიზების უნარსა და პასუხისმგებლობას.

გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეპიდემიის შეკავების ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა. ვაქცინაციისადმი საზოგადოებრივი ნდობის დაბალი მაჩვენებელი მთავრობის უმოქმედობის შედეგია. იმუნიზაციის შესახებ შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ შემოდგომიდან უნდა დაწყებულიყო, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აცრებისადმი საზოგადოების უნდობლობის მაღალი დონე აჩვენა.

იმავდროულად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი სასურველი ტემპითაც რომ მიდიოდეს, საზოგადოებრივი იმუნიტეტის იმ დონეს, რაც ასეთ ჩაკეტვას თავიდან აგვაცილებდა, 2021 წლის აპრილ-ივნისში მაინც ვერ მივაღწევდით. ამ მიმართვის ხელმომწერნი ვადასტურებთ ვაქცინაციის პროცესის ტემპის გაზრდის აუცილებლობას, თუმცა ახლა ისეთ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ამ გაზაფხულის განმავლობაში ზემოჩამოთვლილ 4 მაჩვენებელზე ეფექტს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშეც მოგვცემდა.

მიმართვის ხელმომწერები ვიზიარებთ ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე  გაერთიანებული პროფესიონალების რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას რეგულარულად ეგზავნებოდა. იმავდროულად, ამ ეტაპზე გადაუდებლად მიგვაჩნია, რომ მთავრობამ:

  1. დაიწყოს ფართომასშტაბიანი და განსხვავებული სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი, სისტემური და ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19 ინფექციის საშიშროებასა და საპასუხო ქმედებების აუცილებლობაზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება) ხაზგასმით.
  2. მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთოს მოქმედი რეგულაციების გავლენა ინფექციის გავრცელების კონტროლზე და უზრუნველყოს იმ მოქმედი რეგულაციების თანმიმდევრული აღსრულება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციის გავრცელების შეკავებისთვის.


პეტიციის ხელმომწერები არიან:

  1. დავით გზირიშვილი - მმართველი პარტნიორი, Consulting Group Curatio Sarl (Geneva, Switzerland);
  2. გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, პრეზიდენტი; 
  3. ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი; 
  4. იაგორ კალანდაძე - ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა"-ს მმართველი პარტნიორი;
  5. ვახტანგ კალოიანი - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიუ ჰოსპიტალსი;
  6. ნინო კიკნაძე - სამართლის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი;
  7. ნინო მირზიკაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  8. ვახტანგ სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, "ლელო საქართველოსთვის" ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი;
  9. ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯანდაცვის ექსპერტი; სერგო ჩიხლაძე - მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი;
  10. ქეთევან ჩხატარაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი;
  11. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
  12. გიგი წერეთელი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
  13. ანი ქავთარაძე, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია,
  14. გიორგი კამკამიძე,  კლინიკა ‘ნეოლაბის“ დირექტორი;
  15. მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი; 
  16. მიხეილ დოლიძე, შპს "მეგალაბის" დირექტორი;
  17. ანა ბოქოლიშვილი - კავკასიის მედიცინის ცენტრი;
  18. თიკო ცომაია-ჯიპა;
  19. ივა ჭყონია - საქართველოს დისტრობუტორტა ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო, 
  20. ხატია ბუხრაშვილი, საერთაშორისო სავაჭრო პალატა;
  21. გიორგი პაპავა, ეკონომისტი; 
  22. ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი და სხვები.

    პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია.
0 have signed. Let’s get to 200!
At 200 signatures, this petition is more likely to be featured in recommendations!