Petition Closed

დოკუმენტური კინოს სტრატეგიის შემუშავება ეროვნულ კინოცენტრში

This petition had 208 supporters


იმის გამო, რომ წელს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, დოკუმენტური ფილმების კონკურსს აცხადებს 2016 წლის სექტემბერში, ბევრ ადგილობრივ დოკუმენტალისტს ექმნება შეფერხება საკუთარი პროექტების დაფინანსების პროცესში. 2016 წლის სექტემბერში კონკურსის გამოცხადება ნიშნავს, რომ დოკუმენტური ფილმების 2016 წლის წარმოება ვარდება. დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარებისთვის გაცემული თანხები კი იკარგება.

 დოკუმენტური ფილმისთვის თითოეული წუთი გადამწყვეტია. საქმე ეხება ცოცხალ პროცესებს, ადამიანებს, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებს, რომლებიც შეიძლება ისე დასრულდეს, რომ ავტორებმა სახსრების არარსებობის გამო მათი დაფიქსირება ვერ მოასწრონ. როგორც მოგეხსენებათ, დოკუმენტური ფილმების შექმნისთვის არსებულ ყველა ფონდს აქვს ფიქსირებული კონკურსები, ის, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება მივიღოთ ადგილობრივი დაფინანსება, ნიშნავს, რომ ავტომატურად გვეზღუდება პროექტების შეტანა სხვა ფონდებში, რაც პრობლემას უქმნის პროექტების წარმოებას და დასრულებას.

 ჩვენ, ქართველ დოკუმენტალისტებს მიგვაჩნია, რომ დოკუმენტური ფილმების კონკურსი უნდა იყოს ციკლური, რომ ხელი შეეწყოს პროექტების ფინანსურ დაგეგმარებას, პროექტების შეტანას საერთაშორისო ფონდებსა და ბაზრობებზე. ამ კონკურს უნდა ექცეოდეს ისეთივე ყურადღება როგორც მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს. გარდა ამისა უნდა არსებობდეს დოკუმენტური ფილმების განვითარების ხედვა, ხელი უნდა შეეწყოს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ეხმარებიან სფეროს განვითარებას, კონკურსის კომისია უნდა კომპლექტებოდეს ისეთი პროფესიონალებისგან, რომლებსაც ესმით საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები, მიღწევები და პრიორიტეტები.

 აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ:

 1.  დაინიშნოს დოკუმენტური ფილმების წარმოების კონკურსი 2016 წლის გაზაფხულზე და მომავალშიც ამ კონკურს ჰქონდეს ციკლური ხასიათი.

2.  კომისია დაკომპლექტდეს იმ პროფესიონალებისგან, რომლებსაც განსაკუთრებით კარგად ესმით დოკუმენტური ფილმის სპეციფიკა და ტენდენციები.

3.  გადაიხედოს დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების სტრატეგია, დოკუმენტური კინოს ფესტივალებს, ვორქშოფებს გაეზარდოთ დაფინანსება და ხელშეწყობა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხრიდან.

4.  დოკუმენტური დარგის განვითარება გახდეს ისეთივე პრიორიტეტული როგორც მხატვრული კინოსი, თუ ამის მნიშვნელობის გააზრება ვერ ხერხდება კინოცენტრის შიგნით, დაინიშნოს ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტალისტებისგან შექმნილი მრჩეველთა საბჭო.

 ჩვენ მზად ვართ უფრო დეტალურად განხილოთ აქ წარმოდგენილი საკითხები, მოვაწყოთ შეხვედრა და კონსულტაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეთი საზიანო გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს ერთპიროვნულად და მსგავს შემთხვევებში სექტორი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.

 პატივისცემით,

დოკუმენტალისტები



Today: Anna is counting on you

Anna Dziapshipa needs your help with “საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი: დოკუმენტური კინოს სტრატეგიის შემუშავება ეროვნულ კინოცენტრში”. Join Anna and 207 supporters today.