სამტრედიის სამარშრუტო ტრანსპორტი
სამტრედიის სამარშრუტო ტრანსპორტი
Why this petition matters
მეგობრებო, მოგეხსენებათ, 1 წელზე მეტია სამტრედიაში როგორც ადგილობრივი საქალაქო,ისე ქალაქ-სოფელთა შორისი სამგზავრო გადაყვანის ტარიფები გაიზარდა მნიშვნელოვნად.
სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია საკითხის ისე დარეგულირება, რომ როგორც მგზავრის,ისე გადამყვანი კომპანიისთვის მიღწეულ იქნას ოპტიმალური გამოსავალი:
1.ფასნამატის სუბსიდირება
2. თბილისიდან ყვითელი ავტობუსების შემოყვანა,რომელიც უფასოდ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს,ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწევს მხოლოდ მძღოლის ხელფასისა და სატრანსპორტო საშუალების შენახვის,საწვავის ხარჯების უზრუნველყოფა
3. საშეღავათო პაკეტების ამოქმედება ბავშვების,სკოლის მოსწავლეებისთვის,სოციალურად დაუცველთათვის,პენსიონრებისთვის,ომის ვეტერანებისთვის და ა.შ.
მოაწერეთ ხელი მეგობრებო,ერთად გავაუმჯობესოთ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელების მდგომარეობა ❤
პ.ს. ხელმოწერის შემდეგ მეილზე მოსული შეტყობინების დადასტურება არ დაგავიწყდეთ
პატივისცემით,
ნატო ბოლქვაძე